USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
3 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
дата:  478

3 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 215-ე დღე (ნაკიან წლებში – 216-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 150 დღე.

 

დღის მოვლენები

8 : რომის გენერალი ტიბერიუსი ამარცხებს დალმატიელებს მდინარე ბათინუსთან.

1492 : ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთის პორტ პალოს-დე-ლა-ფრონტერადან გემით დასავლეთით თავის პირველ მოგზაურობას იწყებს.

1492 : ებრაელთა დეპორტაცია დაიწყო ესპანეთიდან.

1678 : რობერტ ლასალი აგებს გრიფონს - პირველი საზღვაო ხომალდი აგებული ამერიკაში.

1783 : მთა ასამას ვულკანის ამოფრქვევას 35.000 ადამიანი შეეწირა.

1860 : მაორთა მეორე ომი დაიწყო ახალ ზელანდიაში.

1914 : გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს.

1934 : ადოლფ ჰიტლერი პრეზიდენტისა და კანცლერის პოსტების გაერთიანებით გერმანიის უზენაესი მეთაური ხდება.

1949 : ნაციონალური საკალათბურთო ლიგამ და ამერიკის საკალათბურთო ასოციაციამ მიაღწიეს შეთანხმებას, რის თანახმადაც ახალი - ნაციონალური საკალათბურთო ლიგა ჩამოყალიბდა.

1960 : გამოცხადდა ნიგერიის დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან.

2005 : მავრიტანიის პრეზიდენტი მააუია ოულდ აჰმედ ტაია ხუნტის მიერ გადაყენებულ იქნა საუდის არაბეთის მეფე ფაჰდის დაკრძალვის პროცესში.

2010 : წყალდიდობას პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში 1500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დღეს დაბადებულნი

1770 : ფრიდრიხ ვილჰელმ III — პრუსიის მეფე ( გ. 1840)

1811 : ოტისი, ელიშა — ლიფტის გამომგონებელი

1851 : ბაბო ავალიშვილ-ხერხეულიძე — ქართველი მსახიობი

1872 : ხოლონ VII — ნორვეგიის მეფე

1903 : ბურგიბა, ხაბიბ — ტუნისის პირველი პრეზიდენტი

1921 : ებრალიძე, რეზო — ქართველი კინოსცენარისტი

1922 : ავთანდილ ღოღობერიძე — ქართველი ფეხბურთელი

1926 : ბენეტი, ტონი — ამერიკელი მომღერალი

1932 : არჩვაძე, თენგიზ — ქართველი მსახიობი

1934 : ჟონას სავიმბი — ანგოლის პოლიტიკური მოღვაწე

1950 : ლენდისი, ჯონ — ამერიკელი რეჟისორი

1963 : ჰეტფილდი, ჯეიმზ — ჯგუფ მეტალიკას ვოკალისტი და გიტარისტი

1973 : კარპენტერი, სტივენ — ჯგუფის Deftones გიტარისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1181 : ალექსანდრე III — რომის პაპი

1460 : იაკობ II — შოტლანდიის მეფე

1924 : ჯოსეფ კონრადი — მწერალი (დ. 1857)

1964 : ფლანერი ო'კონორი — ამერიკელი მწერალი (დ. 1925)

1965 : იოსებ გრიშაშვილი — ქართველი პოეტი (დ. 1889)

1968 : კონსტანტინე როკოსოვსკი — სსრკ-ის სამხედრო მოღვაწე (დ. 1896)

1988 : ალფრედ შნიტკე — რუსი კომპოზიტორი (დ. 1934)

2008 : ალექსანდრე სოლჟენიცინი — საბჭოთა დისიდენტი, მწერალი (დ. 1918)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წინასწარმეტყველი ეზეკიელი

ღირსნი სვიმეონ სალოსი და იოანე

აგრეთვე:

ნიგერია : დამოუკიდებლობის დღე

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати