USD 2.7288
EUR 3.1602
RUB 3.4651
Тбилиси
3-5 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
дата:  412

3-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აქვეყნებს.

სააგენტოს განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

„ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება“, - აცხადებენ სააგენტოში.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ხუთ მისამართზე ჩატარდა
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოძველებული ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე განხორციელდა.
ლიფტები შემდეგ მისამართებზე განახლდა:
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი N7ა, ღირებულება - 49 450 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N5ა, ღირებულება - 96 000 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი N30, ღირებულება - 30 730 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, კორპუსი N26, ღირებულება - 30 970 ლარი;
ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N7ა, ღირებულება - 31 665 ლარი;
აღნიშნულ მისამართებზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 238 815 ლარი დაიხარჯა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати