USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
299 მოსამართლიდან 11-ის დიპლომი არ დასტურდება
Date:  1109

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველომ" მოსამართლეთა დიპლომების კვლევა ჩაატარა, საიდანაც იკვეთება, რომ 11 მოსამართლეს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა, უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, „მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით“.

"11 მოსამართლეს - მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, მადონა მაისურაძეს, არარატ ესოიანს, მაია გიგაურს, ნინო ბუაჩიძეს, ანაიტ ოგანესიანს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა, უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.
11 მოსამართლიდან ხუთის (ლევან გელოვანის, მაკა გველესიანის, ინდირა მაშანეიშვილის, მაია გიგაურის და ანაიტა ოგანესიანის) შემთხვევაში განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი
იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.

განსაკუთრებით პრობლემურია ორი მოსამართლის - მაია გიგაურის და ანაიტ ოგანესიანის შემთხვევა. მოსამართლე მაია გიგაურის დიპლომთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტებით, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, რომელზეც მოსამართლე სწავლობდა, არ ითვალისწინებდა კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭებას.

„უფლებები საქართველომ“ შეისწავლა 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სხვა მონაცემები. კვლევის შედეგად დადგინდა: წარმოდგენილი დიპლომით, მოსამართლე ანაიტ ოგანესიანმა 1997 წელს დაასრულა ერევნის ეკონომიკურ-იურიდიულ უნივერსიტეტი. სომხეთის მხარის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტი სომხეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იყო მხოლოდ 2001 წლიდან. ამ თარიღამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს და არ იყო აღიარებული სომხეთის რესპუბლიკაში.


მნიშვნელოვანია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი სახელმწიფო უწყება, რომელიც ადასტურებს დიპლომის ნამდვილობას და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარის მიუხედავად, ზემოთჩამოთვლილმა 11-მა მოსამართლემ სასამართლოს გზით გადაწყვიტა დიპლომების დადასტურება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება და სასურველ შედეგსაც მიაღწია - სასამართლომ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს დაავალა სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად ეცნო, რაც იმას ნიშნავს რომ 11-მა მოსამართლემ საკუთარი უმაღლესი
განათლების ხარისხი სასამართლოს საშუალებით შეუსაბამა მოსამართლეობისათვის საჭირო საკანონმდებლო მოთხოვნას. სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში გამოვლენილი შეხედულებები კრიტიკას ვერ უძლებს"-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way