USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
29 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

29 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის მე-60 დღე ნაკიან წლებში. წლის ბოლომდე დარჩენილია 306 დღე.

ეს დღე ემატება ყოველ მეოთხე წელს (ნაკიანი წელი), გარდა იმ წლებისა, რომლებიც იყოფა 100-ზე, მაგრამ არ იყოფა 400-ზე. ამგვარად 2000 და 1600 ნაკიან წლებად ითვლება, ხოლო 1900, 1800 და 1700 – არა.

 

დღის მოვლენები

1288 : შოტლანდიაში დააწესეს რომ ამ დღეს ქალს შეუძლია კაცს ცოლად მოყვანა სთხოვოს. თუ კაცი უარს იტყვის, მან ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

1504 : კოლუმბმა მთვარის დაბნელებით ისარგებლა იამაელი ინდიელების დასაფრთხობად.

1712 : შვედეთში 29 თებერვალს 30 თებერვალი მოყვა, რათა დაესრულებინათ შვედური კალენდრიდან იულიუსის კალენდარზე გადასვლა.

1952 : კუნძული ჰელგოლანდი გერმანიის მფლობელობაში ბრუნდება.

1940 : ფინეთმა ზამთრის ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო.

1960 : მაროკოში მიწისძვრას 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

1964 : სიდნეიში, ავსტრალიელი მოცურავე დაუნ ფრეიზერი ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში (58.9 წმ.)

1996 : ანდებში კატასტროფა განიცადა პერუს ბოინგ 737-მა დაიღუპა 123 ადამიანი.

2000 : ჩეჩნეთში 776-ე სიმაღლეზე მოხდა შეტაკება, რუსული მხარის განცხადებით 90 ფსკოველმა მედესანტემ შესძლო 2000 ბოევიკის შეჩერება. 90-დან მხოლოდ 6 კაცი გადარჩა.

2004 : აჯანყების ტალღს აგორების შედეგად, ჯან-ბერტრანდ არისტიდე ჰაიტის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.

ამ დღეს დაბადებულნი

1468 : პავლე III — რომის პაპი (1534–1549)

1792 : ჯოაკინო როსინი — იტალიელი კომპოზიტორი

1908 : ბალთუსი — ფრანგი ფერმწერი

1924 : ალექსანდრე ჩხაიძე — ქართველი დრამატურგი

1928 : სეიმორ პაპერტი — ამერიკელი მათემატიკოსი.

1944 : ენე ერგმა — ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე (2003–2006)

1948 : ჟერარ დარმონი — ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობი და მომღერალი.

1948 : რიჩი კოული — ამერიკელი ჯაზ-ალტო საქსოფონისტი, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი.

1956 : თამაზ კოსტავა — ქართველი ფეხბურთელი

1956 : ეილინ უორნოსი — ამერიკელი სერიული მკვლელი.

1992 : ილია ბუზალაძე — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1528 : პატრიკ ჰამილტონი — შოტლანდიელი რელიგიის რეფორმატორი

1604 : ჯონ ვითგიფტი — კენტერბერის არქიეპისკოპოსი

1868 : ლუდვიგ I — ბავარიის მეფე

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი

მარუფი მესოპოტამიელი

ფლავიანე I

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის