USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  238

ვერძი

თქვენი შრომისმოყვარეობა და საქმის მიმართ დამოკიდებულება დიდი წარმატებას მოგიტანთ. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები თავს შეგახსენებთ. თუ მეორე ნახევარს ეძებთ, ცოტახნით ლოდინი მოგიწევთ.

კურო

ახალი ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. დროის სწორი მენეჯმენტის დახმარებით სამსახურში ყველა დავალებას დროულად შეასრულებთ. ოჯახის პატარა წევრებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ და პირადი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარეთ. საყვარელი ადამიანის საჩუქარი ძალიან გაგახარებთ. 

ტყუპები

სოციალურ ფრონტზე თქვენი პოპულარობა გაიზრდება. მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ზღაპრულ თავგადასავლებს მოგიტანთ. ვარჯიში და ჯანსაღი კვება თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ხანგრძლივი ურთიერთობა შესაძლოა დაასრულოთ, რაც გულს გატკენთ.

კირჩხიბი

თუ დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარება გინდათ წადით სამოგზაუროდ. ოჯახის წევრები ფინანსური კრიზისის დაძლევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა კოლეგის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემამ შეგაწუხათ აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.

ლომი

საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ და სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას შეგიქმნით. ოჯახის წევრების გამუდმებული ყურადღება და ზრუნვა შესაძლოა გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. საკუთარ კარიერას და განვითარებას უფრო სერიოზულად მიუდექით. შეყვარებულთან ერთად რომანტიკულ ატმოსფეროში ივახშმებთ.

ქალწული

აკადემიურ სფეროში სწორ ნაბიჯებს დგამთ და დიდ წარმატებას მიაღწევთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. მემკვიდრეობით შესაძლოა ქონება მიიღოთ. ინვესტიცია არც ისე წარმატებული აღმოჩნდება, რაც თქვენს ფინანსებზე უარყოფითად აისახება. რომანტიკულ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად განვითარდება.

სასწორი

ფინანსური კუთხით ყველაფერი კარგად განვითარდება. თუ ახალ სამსახურს ეძებთ საჭირო კონტაქტების დახმარებით საინტერესო წინადადებას მიიღებთ. შესაძლოა საცხოვრებელი შეიცვალოთ და ახალ ბინაში გადახვიდეთ. ახალი რომანი თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

მორიელი

ჯანმრთელობის მცირე პრობლემები შეგაწუხებთ. ქონებრივი დავის მოსაგვარებლად შესაფერისი დროა. საინტერესო საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. საპირისპირო სქესის წარმომადგენელი თქვენ მიმართ დიდ ყურადღებას გამოიჩენს.

მერწყული

აკადემიურ სფეროში ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით ვითარდება, ასე რომ არ ინერვიულოთ. სასურველი ფრომის მისაღებად ვარჯიში დაიწყეთ. სამსახურში დაკისრებულ დავალებას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. უძრავი ქონების შესაძენად შესაფერისი დროა.

მშვილდოსანი

კოლეგასთან ერთად დავალებას დროულად დაასრულებთ. საკუთარ თავს ნუ დატვირთვავთ და ეცადეთ დაისვენოთ. ახალი შემოსავალი კარგია თქვენი ფინანსური მდგომარეობისთვის. მეგობრები დიდ წვეულებას მოგიწყობენ და გაერთობით. ოჯახის წევრების ყურადღება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდება.

თხის რქა

თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება, მთავარია საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ. მოგზაურობა იმაზე სახალისო და თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება, ვიდრე გეგონათ. ტრანსპორტით მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. დროა თქვენი ხარჯები შეამციროთ.

 

თევზები

სამსახურში ყველაფერი თქვენი გეგმით განხორციელდება. ინვესტიცია სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. მეგობრების მოულოდნელი ვიზიტი ძალიან სასიამოვნო იქნება, მაგრამ მთელი დღის გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ხანგრძლივი ურთიერთობა შესაძლოა ქორწინებით დასრულდეს.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way