USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
თბილისი
29 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  559

29 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 302-ე დღე (ნაკიან წლებში – 303-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 63 დღე.

დღის მოვლენები

  • 437 : ვალენტინიანე III, დასავლეთ რომის იმპერატორი, ქორწინდება ლიცინია ევდოხიაზე, მისი ბიძაშვილი თეოდოსე II-ის (აღმოსავლეთ რომის იმპერატორი კონსტანტინოპოლში) ქალიშვილვზე, რითაც გაერთიადნა თეოდოსეს დინასტიის ორი შტო.
  • 969 : ბიზანტიის ჯარები ანტიოქიას იღებენ სირიაში.
  • 1618 : ინგლისელ მოგზაურს, მწერალსა და კურტიეს სერ ვალტერ რალეის თავი მოჰკვეთეს ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის წინააღმდეგ შეთქმულების მზადების ბრალდებით.
  • 1675 : ლაიბნიცი პირველად იყენებს გრძელ თანხმოვან s, ∫, ინტეგრალისთვის.
  • 1787 : მოცარტის ოპერა დონ ჯოვანის პრემიერა გაიმართა პრაღაში.
  • 1863 : ჟენევაში შეკრებილი 16 ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო წითელი ჯვრის შექმნაზე თანხმდება.
  • 1923 : გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა ქემალ ათათურქი.
  • 1929 : ნიუ-იორკის სააქციო ბირჟა კრახს განიცდის, რასაც „შავი სამშაბათი“ ეწოდა და რაც დიდი დეპრესიის დასაბამი გახდა.
  • 1956 : დაიწყო სუეცის კრიზისი. ისრაელი შეიჭრა სინაის ნახევარკუნძულზე და ეგვიპტის ჯარები სუეცის არხისკენ განდევნა.
  • 1964 : მძარცველებმა ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან, ნიუ-იორკი, მარგალიტების ფასდაუდებელი კოლექცია გაიტაცეს, მათ შორის იყო 565 კარატის (113 გ.) ინდოეთის ვარსკვლავი.
  • 1969 : ისტორიაში პირველი კავშირი განხორციელდა ორ კომპიუტერს შორის არპანეტ-ზე, რამაც ინტერნეტს დაუდო დასაბამი.
  • 2004 : რომში ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპის კონსტიტუციის შესახებ.
  • 2007 :
    • კრისტინა ფერნადეს დე კირხნერი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს, შეცვალა რა ამ პოსტზე მისი მეუღლე ნესტორ კირხნერი.
    • ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ ფიფას 2014 წლის მსოფლიო თასის გათამაშების მასპინძლად ბრაზილია გამოაცხადა.
  • 2012 : კარიბის ზღვის შემდეგ ქარიშხალმა „სენდიმ“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და ნიუ-იორკის ნაწილი დატბორა.
  • 2013 : ბოსფორის სრუტის ქვეშ თურქეთის ევროპული და აზიური ნაწილების დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბი მარმარაი გაიხსნა.
  • 2015 :
    • არაბი ბლოგერი და აქტივისტი რაიფ ბადავი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.
    • ჩინეთში ერთი ბავშვის პოლიტიკა გაუქმდა და იგი ორი ბავშვის პოლიტიკამ ჩაანაცვლა.
    • ბიდჰია დევი ბჰანდარი ნეპალის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1656 : ჰალეი, ედმუნდ — ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი
  • 1914 : მაქსიმე — ბულგარეთის მართლმადედებელი ეკლესიის პატრიარქი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1783 : დ'ალამბერი, ჟან ლერონ — ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი
  • 1949 : გურჯიევი, გიორგი — მისტიკოსი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი (დ.1877)
  • 1950 : გუსტავ V — შვედეთის მეფე (დ.1858)
  • 1969 : აფაქიძე, ვალენტინ — ქართველი სამხედრო მოღვაწე
  • 2010 : კარლო საკანდელიძე — ქართველი მსახიობი (დ. 1928)

რელიგიური დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ზენონ იყალთოელი;
    • ლონგინოზ ასისთავი.

 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.