USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
29 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  676

29 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 333-ე დღე (ნაკიან წლებში – 334-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 32 დღე.

დღის მოვლენები

  • 1580 : სერ ფრენსის დრეიკი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან ინგლისში დაბრუნდა.
  • 1830 : ნოემბრის აჯანყება - პოლონეთში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ.
  • 1872 : ინდიელთა ომები - მოდოკის ომი იწყება ლოსტ რივერის ბრძოლით.
  • 1877 : თომას ედისონმა მისი ფონოგრაფის დემონსტრაცია მოახდინა პირველად.
  • 1890 : იაპონიაში ძალაში შევიდა მეიძის კონსტიტუცია და პირველი დიეტი შეიკრიბა.
  • 1899 : ესპანური საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ დაარსდა.
  • 1922 : ჰოვარდ კარტერმა ფარაონი ტუტანხამონის აკლდამა საზოგადოებისთვის გახსნა.
  • 1945 : იუგოსლავიის ფედერალური სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა.
  • 1947 : გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა პალესტინაში ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბებულიყო: ებრაული და არაბულ-პალესტინური.
  • 1950 : კორეის ომი - ჩრდილო კორეისა და ჩინეთის ჯარები გაეროს ძალებს ჩრდილო კორეიდან გასვლას აიძულებენ.
  • 1975 : სახელი „მაიკრო-სოფტი“ (ფრაზიდან microcomputer software) პირველად გამოიყენა ბილ გეიტსმა წერილში პოლ ალენთან.
  • 1982 : გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 37/37 საბჭოთა კავშირს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას აიძულებს.
  • 2009 : რუანდა ერთა თანამეგობრობაში მიიღეს ედინბურგის კრიტერიუმით, რითაც მეორე წევრი გახდა გაერთიანებულ სამეფოსთან რაიმე სახის ისტორიული კავშირის გარეშე.
  • 2011 : კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადასცეს მეორე სამოქალაქო ომში ჩადენილი დანაშაულისათვის.
  • 2014 : ჰაგე გეინგობი ნამიბიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2016 : მაჰა ვაჩირალონგკორნი რამა X-ის ტიტულით ტაილანდის ახალი მეფე ხდება.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1427 : ჟენდონგი — ჩინეთის იმპერატორი
  • 1489 : ტიუდორი, მარია — შოტლანდიის დედოფალი
  • 1802 : ჰაუფი, ვილჰელმ — გერმანელი მწერალი
  • 1908 : ანდრონიკაშვილი, კირა — ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი
  • 1932 : შირაკი, ჟაკ — საფრანგეთის პრეზიდენტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 741 : გრიგოლ III — რომის პაპი
  • 1268 : კლემენტ IV — რომის პაპი
  • 1314 : ფილიპ IV ლამაზი — საფრანგეთის მეფე
  • 1330 : მორტიმერი, როჯერ დე — ინგლისის დეფაქტო მმართველი
  • 1378 : კარლოს IV — საღვთო რომის იმპერატორი
  • 1594 : ერსილია ი სუნიგა, ალონსო დე — ესპანელი პოეტი
  • 1780 : მარია ტერეზია — ავსტრიის ფაქტობრივი იმპერატორი
  • 1861 : ახვერდიანი, გევორქ — სომეხი ლიტერატურათმცოდნე
  • 2001 : ჯორჯ ჰარისონი — ოსკარითა და გრემით დაჯილდოებული ინგლისელი როკ მუსიკოსი, ჯგუფ The Beatles-ის წამყვანი გიტარისტი (დ. 1943)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა მოციქული და მახარებელი მათე და მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმინდა ნათლისღებით მათე.
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way