USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
29 მარტი - ეს დღე ისტორიაში
Date:  816

29 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 88-ე დღე (ნაკიან წლებში – 89-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 277 დღე.

დღის მოვლენები

1831 : ბოსნიელების აჯანყება დაიწყო ოსმალების წინააღმდეგ.

1849 : ბრიტანეთმა პენჯაბი შეიერთა.

1879 : პ. ჩაიკოვსკის ოპერის „ევგენი ონეგინის“ პრემიერა გაიმართა მცირე თეატრში.

1973 : ვიეტნამის ომი - უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა სამხრეთი ვიეტნამი დატოვეს.

1974 : ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა მარინერ 10-მა გადაიღო პლანეტა მერკური.

2004 : ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია გაწევრიანდნენ ნატოში.

2008 : მსოფლიოს მრავალი ქალაქის ღირსშესანიშნაობები ერთი საათით ბნელდება დედამიწის საათის აღსანიშნავად, რომელიც ენერგიის დაზოგვის პოპულარიზაციას ეძღვნება.

2010 :

არქიტექტურაში, ფირმა „SANAA“-ს თანადამფუძნებლები კაცუიო სეჯიმა და რუიე ნიშიცავა 2010 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ორ აფეთქებას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

2014 : ანდრეი კისკა სლოვაკეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

2015 : ისლამ ქარიმოვი უზბეკეთის პრეზიდენტად მეოთხედ აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1790 : ტაილერი, ჯონ — აშშ-ის მე-10 პრეზიდენტი

1890 : ჯოუნზი, ჰეროლდ სპენსერ — ინგლისელი ასტრონომი

1895 : იუნგერი, ერნსტ — გერმანელი მწერალი, ფილოსოფოსი

1899 : ბერია, ლავრენტი — სსრ კავშირის პოლიტიკური მოღვაწე

1902 : უოლტონი, უილიამ — ინგლისელი კომპოზიტორი

1928 : ბაქრაძე, აკაკი — ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე

1934 : ბათიაშვილი, გიორგი — ქართველი არქიტექტორი

1940 : ჟილბერტო, ასტრუდ — ბრაზილიელი მომღერალი

1942 : უილსონი, სკოტ — ამერიკელი მსახიობი (გ. 2018)

1943 : ვანგელისი — ბერძენი მუსიკოსი და კომპოზიტორი

2015 : ნიგერიის ოპოზიციის ლიდერი მუჰამადუ ბუჰარი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1368 : გო-მურაკამი — იაპონიის იმპერატორი

1772 : სვედენბორგი, ემანუელ — შვედი მეცნიერი და თეოსოფი

1792 : გუსტავ III — შვედეთის მეფე

1891 : სერა, ჟორჟ — ფრანგი მხატვარი

1912 : სკოტი, რობერტ — ანტარქტიდის ინგლისელი მკვლევარი

1927 : ამბროსი — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1967 : წერეთელი, ალექსანდრე — ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე

1978 : პაპაშვილი, გიორგი — ქართველი მწერალი და მოქანდაკე

1982 : ორფი, კარლ — გერმანელი კომპოზიტორი

1987 : შანიძე, აკაკი — ქართველი ენათმეცნიერი

2009 : ჟარი, მორის — ფრანგი კომპოზიტორი.

2016 : ნანა მჭედლიძე — ქართველი კინორეჟისორი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

პიმენ სალოსი და ანტონი მესხი

მოციქული არისტობულე

წმინდა საბიანე

წმინდა პაპი

ალექსანდრე - რომის პაპი

იულიანე ანაზავრელი

ტროფიმე და თალია

აგრეთვე:

აშშ : ვიეტნამის ომის ვეტერანთა დღე

ტაივანი : ახალგაზრდობის დღე

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way