USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  237

მთვარის 18-19 დღე. ჩვენს ცხოვრებაში სულიერი და ემოციური ჰარმონია შემოდის . თუმცა, ძალიან ყურადღებით იყავით საქმიან სფეროში, მაღალია მოტყუების ალბათობა, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, უმჯობესია, თუ საქმიან შეხვედრებს თავიდან აიცილებთ.

სამაგიეროდ, ეს დრო გამოიყენეთ საკუთარი თავისთვის.

ვერძი

დღეს ადვილად მოახერხებთ ირგვლივმყოფებთან ურთიერთობების დალაგებას. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან, ენერგია რაიმე საინტერესო საქმიანობაზე ან ფიზიკურ ვარჯიშზე დახარჯეთ.

კურო

შეეცადეთ იყოთ უფრო გულახდილი და წყენები გულში არ ჩაიდოთ. მოსალოდნელია ფინანსური გაუგებრობები ახლობელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან. კარგი იქნება თუ იმპულსურობით მათთან საქმეს არ გაიფუჭებთ.

ტყუპები

ელოდეთ სასიკეთო საქმიან წინადადებას, თქვენ იოლად მოაგვარებთ ყველა საქმიან პრობლემას, მაგრამ შეეცადეთ არც სხვას მიაყენოთ ზიანი.

კირჩხიბი

თქვენი გონივრული რჩევები და იდეები კარგ როლს ითამაშებს სამსახურეობრივ საქმიანობაში, თქვენი ავტორიტეტი კი საკმაოდ ამაღლდება კოლეგებისა და უფროსობის თვალში.

ლომი

რაც მეტად იაქტიურებთ მეტს მიაღწევთ, შესაძლოა ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ თქვენს საზაფხულო გეგმებში. სასიყვარულო საკითხებში მოემზადეთ ცვლილებებისთვის, არ არის გამორიცხული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ.

ქალწული

ნუ გადაუხვევთ თქვენი არჩეული გზიდან, უარი არ თქვათ სხვა მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებაზე. თქვენ შეძლებთ ყველაფერს წარმატებით გაართვათ თავი და სარგებელიც კარგი ნახოთ.

სასწორი

გულმოდგინეთ მიუდექით საქმეს და ყველაფერი ხარისხიანად გააკეთეთ, რათა თავიდან აიცილოთ შენიშვნები და საყვედურები და პირიქით - დადებითად შეაფასონ თქვენი შრომა და მონდომება.

მორიელი

კმაყოფილი იქნებით დღევანდელი დღით, რადგან მოახერხებთ გააკეთოთ რაღაც მნიშვნელოვანი, არა მოვალეობის არამედ საკუთარი მოსაზრებების მიხედვით.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და მიმდობი. რადგან ეს თვისებები შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს საქმისთვის. თუ საჭიროა შეცვალეთ სტრატეგია და გონივრულად მოახდინეთ მანევრირება.

თხის რქა

შანსი გაქვთ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოთ და თქვენი ძალისხმევითა და ენერგიულობით ყველა გააოცოთ, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახლა ნაცადი ხერხებით მოქმედება ჯობია.

მერწყული

შესაძლოა ახლობელმა ადამიანებმა მოგმართონ დახმარებისთვის, რაც თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს, ნუ შეშფოთდებით, სიტუაცია მალე დალაგდება.

თევზები

უამრავი მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე მეტ აქტიურობას მოითხოვს, ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობებს საქმიან პარტნიორებთან და უფროსობასთან, რადგან სწორედ მათი თანადგომით განახორციელებთ დასახულ მიზნებს. 

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way