USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Тбилиси
29 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  480

29 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 210-ე დღე (ნაკიან წლებში – 211-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 155 დღე.

დღის მოვლენები

2007 წლის აზიის თასის ლოგო

1836 : პარიზში ტრიუმფალური თაღის ინაუგურაცია.

1899 : პირველი ჰააგის კონვენციას მოეწერა ხელი.

1900 : იტალიის მეფე უმბერტო I ანაქისტმა გაეტანო ბრესკიმ მოკლა.

1921 : ადოლფ ჰიტლერი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი ხდება.

1940 : გერმანელთა საჰაერო ბლიცი იწყება დიდ ბრიტანეთზე.

1947 : 1946 წლის 9 ნოემბერს მეხსიერების გაზრდის მიზნით გამორთული ENIAC, მსოფლიოს პირველი სრულიად ელექტრონული ციფრული კომპიუტერი ამუშავდა.

1948 : მეორე მსოფლიო ომის გამო შეწყვეტილი რიგით მე-14 ოლიმპიური თამაშები გაიხსნა ლონდონში.

1957 : საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო ჩამოყალიბდა.

1958 : აშშ-ის კონგრესი ფორმალურად აფუძნებს ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციას (ნასა).

1981 : დაიანა სპენსერი ქორწინდება უელსის პრინც ჩარლზზე.

1987 : ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრი მარგაერტ ტეტჩერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი ხელს აწერენ შეთანხმებას ლამანშზე ევროტუნელის გაყვანის შესახებ.

2005 : ასტრონომებმა მზის სისტემაში მე-10 პლანეტა აღმოაჩინეს.

2007 : სამოქალაქო ომის ფონზე ერაყის საფეხბურთო ნაკრები 2007 წლის აზიის თასის (ლოგო სურათზე) მფლობელი გახდა.

2007 : ესპანელი ველომრბოლელი ალბერტო კონტადორი 2007 წლის ტურ დე ფრანსის გამარჯვებული გახდა.

2010 :

შეიცვალა მალავის სახელმწიფო დროშა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩაწერა.

2005 : რეფერენდუმი რუმინეთის პრეზიდენტის, ტრაიან ბესესკუს იმპიჩმენტის შესახებ, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა.

2015 : Microsoft-მა Windows 10 გამოუშვა.

2018 : ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო.

ამ დღეს დაბადებულნი

1605 : დახი, სიმონ — გერმანელი პოეტი

1805 : ალექსი დე ტოკევილი — ფრანგი ისტორიკოსიც და პოლიტოლოგი

1817 : ივანე აივაზოვსკი — რუსი მხატვარი

1865 : გლაზუნოვი, ალექსანდრ — რუსი კომპოზიტორი (გ.1936)

1872 : კნუდსენი, ერიხ ალფრედ — ამერიკელი მწერალი, ფოლკლორისტი

1883 : მუსოლინი, ბენიტო — იტალიელი დიქტატორი (გ.1945)

1884 : ასაფიევი, ბორის — რუსი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი

1900 : იონსონი, ეივინდ — შვედი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1928 : კვერნაძე, ბიძინა — ქართველი კომპოზიტორი (გ. 2010)

1929 : ბოდრიარი, ჟან — ფრანგი კულტოროლოგი და ფილოსოფოსი

1930 : შრაიერი, პეტერ — გერმანელი ტენორი

1937 : ბარქაია, ვლადიმერ — ქართველი ფეხბურთელი

1938 : მაკფადენი, დანიელ — ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1981 : ალონსო, ფერნანდო — ესპანელი ფორმულა 1-ის მრბოლელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

XIX საუკუნემდე

238 : პუპიენუსი — რომის იმპერატორი

238 : ბალბინუსი — რომის იმპერატორი

1030 : ოლაფ II — ნორვეგიის მეფე

1099 : ურბან II — რომის პაპი

1108 : ფილიპ I — საფრანგეთის მეფე

1507 : ბეჰაიმი, მარტინ — გერმანული წარმოშობის მკვლევარი და გეოგრაფი

1644 : ურბან VIII — რომის პაპი

XIX საუკუნე

1844 : მოცარტი, ფრანც ქსავიერ — პიანისტი და კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვაჟი

1856 : ჰავლიჩეკ-ბოროვსკი, კარელ — ჩეხი პოეტი, პუბლიცისტი (დ.1821)

1856 : შუმანი, რობერტ — გერმანელი კომპოზიტორი (დ.1810)

1890 : ვან გოგი, ვინსენტ — ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (დ.1853)

1900 : უმბერტო I — იტალიის მეფე

XX საუკუნე

1901–1950

1913 : ასერი, ტობიას — ჰოლანდიელი იურისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობისთვის

1951–2000

1974 : კესტნერი, ერიხ — გერმანელი მწერალი (დ.1899)

XXI საუკუნე

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ათინოგენე და მისი ათი მოწაფე

პავლე, ალევტინა და ქიონია

ანტიოქე მკურნალი

იულია ქალწული

ხსენება IV მსოფლიო კრებისა

 

აგრეთვე:

ნორვეგია : წმ. ოლავის დღე

Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати