USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
29 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  358

29 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 363-ე დღე (ნაკიან წლებში – 364-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 2 დღე.

დღის მოვლენები

1813 : ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ბუფალო, ნიუ-იორკი (შტატი), გადაწვეს.

1845 : ტეხასი აშშ-ის 28-ე შტატი გახდა.

1851 : პირველი ამერიკული YMCA გაიხსნა ბოსტონში, მასაჩუსეტსი.

1891 : ტომას ედისონმა რადიო დააპატენტა.

1937 : ახალი კონსტიტუციის მიღებით ირლანდიური თავისუფალი სახელმწიფო შეცვალა ახალმა ქვეყანამ სახელით ირლანდია.

1940 : მეორე მსოფლიო ომი - ლონდონის მეორე დიდ ხანძარში, ლუფტვაფეს ცეცხლოვანი დაბომბვის შედეგად, 200 მოქალაქე დაიღუპა.

1987 : საბჭოელი იური რომანენკო დედამიწაზე ბრუნდება კოსმოსში 326 დღის ყოფნის შემდეგ.

1989 : ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ხდება.

1993 : მსოფლიოს უმაღლესი ბუდას ქანდაკების „ტიან ტან ბუდა“ მშენებლობა დასრულდა.

1996 : გვატემალაში 36-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა მხარეებს შორის დაზავებით.

1997 : ჰონკონგში დაიწყეს ქათმების ხოცვა პოტენციურად სასიკვდილო გრიპის ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

2001 : მასიურმა ხანძარმა ლიმას ისტორიულ ცენტრში, პერუ, 274 ადამიანი იმსხვერპლა.

2006 : საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის შესახებ რესტიტუციის კანონი დაამტკიცა [1].

2008 : ბრიტანული გირვანქა სტერლინგის გაცვლითი კურსი რეკორდულად დაეცა და ევროს გაუსწორდა.

2011 : იამაიკის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სახალხო ნაციონალურმა პარტიამ, პორტია სიმპსონ-მილერის ხელმძღვანელობით.

2015 : გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

2020 : ხორვატიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1709 : ელისაბედი — რუსეთის იმპერატორი

1721 : მადამ დე პომპადური — ლუი XV-ის ფავორიტი

1859 : კარანზა, ვენუსტიანო — მექსიკის პრეზიდენტი

1868 : კიტამურა ტოკოკუ — იაპონელი პოეტი და პუბლიცისტი.

1907 : ბაქრაძე, თამარ — ქართველი მსახიობი

1931 : გუ — კორეის პრინცი

1954 : ტაკამადო — იაპონიის პრინცი

1969 : ქარდავა, ბაჩუკი — ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1891 : კრონეკერი, ლეოპოლდ — გერმანელი მათემატიკოსი

1924 : კარლ შპიტელერი — შვედი მწერალი

1954 : სადრიდინ აინი — ტაჯიკი მწერალი

1974 : ბერიტაშვილი, ივანე — ქართველი ფიზიოლოგი

1993 : მკრტჩიანი, ფრუნზიკ — საბჭოთა კინომსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი.

2004 : ლიდი ჰოლოუვეი — ამერიკელი ბიოქიმიკოსი

2020 : პიერ კარდენი — ფრანგი მოდის დიზაინერი

2022 : პელე — ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ანგია წინასწარმეტყველი

წმინდა მარინი

დედოფალი თეოფანია

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати