USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
29 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  1231

29 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე–119 დღე (ნაკიან წლებში - 120–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 246 დღე.

დღის მოვლენები

  • 1672 : საფრანგეთ-ჰოლანდიის ომი: ლუი XIV-მ დაიპყრო ნიდერლანდები.
  • 1770 : ინგლისელი კაპიტანი ჯეიმზ კუკი პირველად გადავიდა ავსტრალიაში.
  • 1832 : ევარისტ გალუა გაათავისუფლეს ციხიდან.
  • 1970 : ვიეტნამის ომი: აშშ-მ და სამხრეთ ვიეტნამის ძალებმა დაიპყრეს კამბოჯა, იმისთვის რომ ენადირათ ვიეტ კონგზე
  • 1945 : გერმანულმა არმიამ იტალიაში უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.
  • 1991 : რაჭაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
  • 2004 : ოლდსმობილმა გამოუშვა საფინალო მანქანა კომპანიის 107 წლისთავზე.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1865 : მაქს ფაბიანი — იტალიელ-სლოვენიელი არქიტექტორი.
  • 1895 : აკაკი ხორავა — ქართველი მსახიობი .
  • 1901 : ჰიროჰიტო — იაპონიის იმპერატორი.
  • 1958 : მიშელ პფაიფერი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1970 : უმა თურმანი — ამერიკელი კინომსახიობი და ფოტომოდელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1980 : ალფრედ ჰიჩკოკი — ამერიკელი კინორეჟისორი
  • 2014 : ჰოსკინსი, ბობ — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (დ. 1942)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • აღაპია, ირინე და ქიონია
    • მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი
    • მოწამე ირინეა
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის