USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
29 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  189

29 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე–119 დღე (ნაკიან წლებში - 120–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 246 დღე.

დღის მოვლენები

1672 : საფრანგეთ-ჰოლანდიის ომი: ლუი XIV-მ დაიპყრო ნიდერლანდები.

1770 : ინგლისელი კაპიტანი ჯეიმზ კუკი პირველად გადავიდა ავსტრალიაში.

1832 : ევარისტ გალუა გაათავისუფლეს ციხიდან.

1970 : ვიეტნამის ომი: აშშ-მ და სამხრეთ ვიეტნამის ძალებმა დაიპყრეს კამბოჯა, იმისთვის რომ ენადირათ ვიეტ კონგზე

1945 : გერმანულმა არმიამ იტალიაში უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.

1991 : რაჭაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

2004 : ოლდსმობილმა გამოუშვა საფინალო მანქანა კომპანიის 107 წლისთავზე.

ამ დღეს დაბადებულნი

1865 : მაქს ფაბიანი — იტალიელ-სლოვენიელი არქიტექტორი.

1895 : აკაკი ხორავა — ქართველი მსახიობი .

1901 : ჰიროჰიტო — იაპონიის იმპერატორი.

1958 : მიშელ პფაიფერი — ამერიკელი მსახიობი.

1970 : უმა თურმანი — ამერიკელი კინომსახიობი და ფოტომოდელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1980 : ალფრედ ჰიჩკოკი — ამერიკელი კინორეჟისორი

2014 : ჰოსკინსი, ბობ — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (დ. 1942)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

აღაპია, ირინე და ქიონია

მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი

მოწამე ირინე

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way