USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
28 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  1670

28 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 301-ე დღე (ნაკიან წლებში – 302-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 64 დღე.

დღის მოვლენები

  • 306 : მაქსენტიუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
  • 312 : მილვიოს ხიდის ბრძოლა - კონსტანტინე I ამარცხებს მაქსენტიუს და რომის ერთპიროვნული იმპერატორი ხდება.
  • 1492 : ქრისტეფორე კოლუმბი კუბაზე გადმოსხდა.
  • 1516 : თურქული ჯარები დიდი ვეზირი სინან ფაშას მეთაურობით ამარცხებენ მამლუქებს ღაზასთან.
  • 1538 : ახალი მსოფლიოს პირველი უნივერსიტეეტი - უნივერსიდად სანტო ტომას დე აქინო დაარსდა.
  • 1628 : ლა როშელის ალყა, რომელიც 14 თვეს გრძელდებოდა, ჰუგენოტების დამარცხებით დამთავრდა.
  • 1848 : პირველი რკინიგზის ხაზი გაიხსნა ესპანეთში ბარსელონასა და მატაროს შორის.
  • 1886 : ნიუ-იორკის უბეში გროვერ კლივლანდმა თავისუფლების ქანდაკება გახსნა.
  • 1918 : ჩეხოსლოვაკია დამოუკიდებელი გახდა ავსტრია-უნგრეთისაგან.
  • 1922 : მარში რომზე - იტალიელი ფაშისტები ბენიტო მუსოლინის წინამძღოლობით რომში შემოდიან და იტალიის მთავრობას იღებენ კათოლიკური ეკლესიის დახმარებით; რომის პაპი პიუს IX-ს განცხადებით „მუსილინი ღვთის მოგზავნილი ადამიანია“.
  • 1924 : საფრანგეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
  • 1940 : მმო - იტალია საბერძნეთში იჭრება ალბანეთის გავლით. ეს დღე საბერძნეთში აღინიშნება როგორც „უარის დღე“.
  • 1941 : ჰოლოკოსტი კაუნასში - გერმანიის სს-ელები კაუნასის გეტოში 9000-მდე ებრაელს ხოცავენ. დილის 6 საათზე ყველა ებრაელი მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი დემოკრატუს მოედანზე შეყარეს დასახვრეტად, შემდეგ კი თხრილებში დამარხეს.
  • 1942 : ჰოლოკოსტი - 8000-მდე ებრაელი კრაკოვიდან ბელზეკის სიკვდილის ბანაკში შეყარეს.
  • 1943 : ფილადელფიის ცდას სავარაუდი თარიღი.
  • 1954 : ნიდერლანდის სამეფო დაარსდა როგორც ფედერალური მონარქია.
  • 1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი აცხადებს, რომ მისი ბრძანებით კუბიდან საბჭოთა ქობინები მოხსნილ იქნა.
  • 1965 : სენტ-ლუისში, მისური, მონუმენტი გეიტუიე არჩის მშენებლობა დასრულდა.
  • 1979: პირველად აღინიშნა „თბილისობის“ დღესასწაული.
  • 1981 : ჰევი-მეტალის ბენდი „მეტალიკა“ შეიქმნა სან-ფრანცისკოში.
  • 1986 : თავისუფლების ქანდაკების დადგმის 100 წლისთავი აღინიშნა ნიუ-იორკის უბეში.
  • 1990 : საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით. არჩევნების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ეროვნული პარლამენტი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
  • 2007 : კომეტა 17პ/ჰოლმსი უეცრად 500.000-ჯერ კაშკაშა და შეუიარაღებელი თვალით ხილვადი გახდა ღამის ცაზე. მხოლოდ 175 ვარსკვლავია უფრო კაშკაშა.
  • 2011 : პერუს ქალაქ იკის მახლობლად 6.9  სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
  • 2018 : ბრაზილიის პრეზიდენტად ჟაირ ბოლსონარუ აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1017 : ჰაინრიხ III — გერმანიის მეფე (გ. 1056)
  • 1720 : ანტონ I — ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოსი, მწერალი, მეცნიერი (გ.1788)
  • 1848 : სარაჯიშვილი, დავით — ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი
  • 1882 : რობაქიძე, გრიგოლ — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე
  • 1904 : ბააზოვი, გერცელ — მწერალი (გ. 1938)
  • 1955 : გეიტსი, ბილ — ამერიკელი ბიზნესმენი
  • 1967 : რობერტსი, ჯულია — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1704 : ლოკი, ჯონ — ინგლისელი ფილოსოფოსი (დ.1632)
  • 1740 : ანა — რუსეთის დედოფალი (დ.1693)
  • 1912 : ისიკავა ტაკუბოკუ — იაპონელი პოეტი
  • 1936 : გაბაშვილი, გიორგი (გიგო) — ქართველი ფერმწერი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ექვთიმე ახალი
    • ლუკიანე ანტიოქიელი
    • სარვილე და ბებეა
    • საბინე კატანელი
  • აგრეთვე:
    • ჩეხეთი : დამოუკიდებლობის დღე
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის