USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
28 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  392

28 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 87-ე დღე (ნაკიან წლებში – 88-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 278 დღე.

დღის მოვლენები

364 : რომის იმპერატორმა ვალენტინიანუს I-მა თავისი უმცროსი ძმა ვალენსი თანამმართველად დანიშნა.

845 : ვიკინგებმა ქ. პარიზი დაარბიეს.

1854 : ყირიმის ომი - საფრანგეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.

1930 : თურქეთში კონსტანტინოპოლსა და ანგორას სახელი გადაარქვეს და „ისტანბული“ (სტამბოლი) და „ანკარა“ უწოდეს.

1939 : ესპანეთის სამოქალაქო ომი - გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ აიღო ქ. მადრიდი.

1979 : პენსილვანიაში, კუნძულ თრი-მაილის (Three Mile Island) ატომურ ელექტროსადგურში მოხდა სერიოზული ავარია.

2014 : ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად იენს სტოლტენბერგს აცხადებს.

2022 : ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ფილმი გახდა CODA, ხოლო ექვსი ნომინაცია ფილმმა დიუნმა აიღო.

ამ დღეს დაბადებულნი

1592 : კომენსკი, იან ამოს — ჩეხი პედაგოგ-ჰუმანისტი

1862 : ბრიანი, არისტიდ — საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი

1868 : გორკი, მაქსიმ — რუსი მწერალი

1871 : მენგელბერგი, ვილემ — გერმანელი დირიჟორი

1914 : ედმუნდ მასკი — ამერიკელი პოლიტიკოსი

1936 : მარიო ვარგას ლიოსა — პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და 2010 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი.

1986 : ლედი გაგა — ამერიკელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

193 : პერტინაქსი — რომის იმპერატორი

1881 : მუსორგსკი, მოდესტ — რუსი კომპოზიტორი (დ. 1839)

1941 : ვულფი, ვირჯინია — ინგლისელი მწერალი (დ. 1882)

1942 : ახნაზაროვი, არტემ — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე

1943 : რახმანინოვი, სერგეი — რუსი კომპოზიტორი, პიანისტი (დ. 1873)

1969 : ეიზენჰაუერი, დუაიტ — ამერიკელი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე (დ. 1890)

1985 : შაგალი, მარკ — ფრანგი მხატვარი (დ. 1887)

1994 : იონესკო, ეჟენ — ფრანგი დრამატურგი

2021 : დიდიე რაცირაკა — მადაგასკარის ყოფილი პრეზიდენტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა აღაპი და მასთან 7 მოწამე

მღვდელმოწამე ალექსანდრე

წმინდა ნიკანდრი

მანუელ კრიტელი

აგრეთვე:

სერბეთი : კონსტიტუციის დღე

ჩეხეთი : მასწავლებელთა დღე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის