USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
28 მაისს მართლმადიდებლური სამყარო ამაღლებას დღესასწაულობს
თარიღი:  1447

მართლმადიდებლური სამყარო 28 მაისს ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

ამაღლება ერთ-ერთია 12 უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს შორის და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. 

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე ასე განმარტავს ამ დღის მნიშვნელობას:

"ქრისტეს ამაღლებით თვალნათლივ მიგვენიშნა, რომ ადამიანის საბოლოო განსასვენებელი უფლის წიაღია. თუკი ადამიანი მიწიერი ცხოვრების ჟამს არ იზრუნებს სულიერ ამაღლებაზე, მაშინ ის ვერ გახდება ღვთის მარჯვნივ მყოფობის ღირსი. ხოლო ვინც სულიერად მომზადებული აღმოჩნდება, მას სწორედ გამზადებული ადგილი ელოდება ზეციურ სასუფეველში..

მამის სავანე დღევანდელი ყოფიერებისგან განსხვავებულია და მას მხოლოდ ისინი დაიმკვიდრებენ, ვინც სულიერად ამაღლებულები და მომზადებულნი იქნებიან; ხოლო ვისაც არ ექნება საკმარისი სულიერი მზაობა, ის მოაკლდება კიდეც ზეციური სავანის დიდებას. მართალია, მეორედ მოსვლისას ყოველი ადამიანი აღდგება, მაგრამ მამის წიაღის ღირსი მხოლოდ ღვთის რჩეულნი და წმიდანი გახდებიან.

ასე რომ, უფლის ამაღლების მოვლენა და დღესასწაული ერთის მხრივ გვასწავლის და მეორეს მხრივ, გვავალდებულებს საკუთარ თავთან ჭიდილს, რათა ზეცად ამაღლების ღირსი გავხდეთ სულიერი ამაღლების გზით. სწორედ ამას გვასწავლის მაცხოვარიც: „სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდნენ თავს, მათ მიიტაცონ იგი”(მთ. 11,12).ამიტომ, ყოველნაირად უნდა შევეცადოთ დღევანდელი დღის გააზრებას. მართალია, გონებით ცოტა რთულად გასაგები და მისაღებია ქრისტეს ამაღლების საიდუმლო, მაგრამ თუკი გულს განვიწმინდავთ ყოველგვარი ბიწიერებისა და მზაკვარებისაგან, მაშინ საღმრთო წყალობა არ დააყოვნებს, დიდი რწმენით აღგვავსებს და დღესასწაულთა განცდაც საფუძვლიანად გაღრმავდება ჩვენში.

ღმერთმა ქნას, რომ როგორც ქრისტე ამაღლდა ზეცად, ისევე ამაღლებულიყოს ჩვენი ბუნებაც."

 

 

 

 

 

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის