USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
28 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  878

28 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 148-ე დღე (ნაკიან წლებში - 149-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 217 დღე.

 

დღის მოვლენები

ძვ. წ. 585 : მზის დაბნელება, რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა იწინასწარმეტყველა. კარდინალური თარიღი, რომლის მიხედვით სხვა თარიღების დადგენა გახდა შესაძლებელი.

1503 : სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულება დაიდო შოტლანდიასა და ინგლისს შორის, რომელიც 10 წელს გასტანს.

1529 : ერნანდო დე სოტომ ფლორიდას მიაღწია.

1588 : ესპანური არმადა, 130 ხომალდითა და 30 000 მამაკაცით, ლისაბონიდან ინგლისის სრუტესკენ დაიძრა.

1742 : ლონდონში გაიხსნა პირველი დახურული საცურაო აუზი.

1812 : ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებას.

1830 : აშშ-ს პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა ხელი მოაწერა კანონს ინდიელების გადასახლების შესახებ, რომლის მიხედვით მათ აგრეთვე ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები. გადასახლება 1831 წელს დაიწყო.

1863 : ბოსტონში პირველი ამერიკულული შავკანიანთა პოლკი შეიქმნა.

1905 : რუსეთ-იაპონიის ომი: ცუშიმას ბრძოლაში იაპონიის იმპერიულმა ფლოტმა ადმირალ ტოგო ჰეიჰაჩიროს მეთაურობით რუსეთის ბალტიის ფლოტი გაანადგურა.

1918 : სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.

1930 : ნიუ-იორკში კრაისლერ ბილდინგი გაიხსნა.

1935 : გაიმართა მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მასობრივი თვითმფრინავის  „მესერშმიტ  ბი ეფ 109“-ს (Messerschmitt Bf.109)  პირველი საგამოცდო გაფრენა

1937 : ოქროს კარიბჭე გაიხსნა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.

1940 : მეორე მსოფლიო ომი: ბელგია გერმანიას ჩაბარდა.

1952 : საბერძნეთში ქალებს ხმის უფლება მიეცათ.

1961 : ინგლისურმა გაზეთმა „ობსერვერ“ გამოაქვეყნა ლონდონელი იურისტის პიტერ ბენენსონის „ამინისტიის  მოწოდება“. ეს დღე ითვლება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის  «Amnesty International» -ს დაბადების დღედ.

1964 : შეიქმნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.

1970 : დასავლეთ გერმანიაში განხორციელდა ნერვული ქსოვილის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია.

1975 : თხუთმეტი დასავლეთაფრიკული ქვეყანა ხელს აწერს ლაგოსის ხელშეკრულებას, რითაც შეიქმნა დასავლეთ აფრიკული ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა.

1982 : ფოლკლენდის ომი: ბრიტანეთის ძალები არგენტინელებს ამარცხებენ გუზ გრინის ბრძოლაში.

1987 : მოსკოვის კრემლის რაიონში დაეშვა დასავლეთგერმანელი მოყვარული პილოტი მატიას რუსტი.

1991 : ადის-აბება ეთიოპიის სახალხო რევოლუციური დემოკრატიული ფრონტმა აიღო, რითაც დასრულდა დერგის რეჟიმი და ეთიოპიის სამოქალაქო ომი.

1995 : რუსულ ქალაქ ნეფტეგორსკში 7.6 მაგნიტუდის მიწიძვრა მოხდა, დაიღუპა 2000-მდე ადამიანია, ქალაქის მოსახლეობის 2/3.

1999 : მილანში, იტალია, 22 წლის რესტავრაციის შემდეგ, ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ საზოგადოებას წარედგინა.

2004 : ერაყის მმართველმა საბჭომ ქვეყნის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრად აიად ალავი აირჩია.

2007 : ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ვენესუელის პირველი სატელევიზიო არხი დახურა ოპოზიციური სატელევიზიო გადაცემების გამო.

2014 : აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ეგვიპტის პრეზიდენტად აირჩიეს.

2014 : პიტერ მუთარიკა მალავის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1537 : ისმაილ II - სეფიანთა დინასტიის მესამე წარმომადგენელი.

1884 : ედუარდ ბენეში — ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1946-48 წლებში.

1900 : მიულერი, ჰაინრიხ — გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე

1908 : იენ ფლემინგი — ინგლისელი მწერალი, „ჯეიმზ ბონდის“ სერიის ავტორი.

1934 : ელიავა, ლია — ქართველი მსახიობი-საქართველოს სახალხო არტისტი

1944 : რუდოლფ ჯულიანი — ნიუ-იორკის მერი (1993-2001).

1968 : მინოუგი, კაილი — ავსტრალიელი მომღერალი და მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1357 : აფონსუ IV — პორტუგალიის მეფე

1849 : ენი ბრონტე — ინგლისელი მწერალი.

1914 : კოტე მესხი — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

2003 : მაკაროვი, ოლეგ — რუსი კოსმონავტი.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

სომხეთი - პირველი რესპუბლიკის დღე (1918).

აზერბაიჯანი - რესპუბლიკის დღე (1918).

ეთიოპია - მშვიდობისა და დემოკრატიის დამყარების დღე (1991).

რუსეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, უკრაინა - მესაზღვრის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

პიროს ბრეთელი

პახუმი დიდი

აქილე ლარისელი

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way