USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
თბილისი
28 ივნისი ისტორიაში
თარიღი:  372

28 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 179-ე დღე (ნაკიან წლებში – 180-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 186 დღე.

დღის მოვლენები

  • 1098 : პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნებმა კერბოღა დაამარცხეს მოსულში.
  • 1243 : ინოკენტი IV რომის პაპი გახდა.
  • 1389 : ოსმალებმა სერბები დაამარცხეს კოსოვოსთან, რამაც ოსმალებს გზა გაუხსნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დასაპყრობად.
  • 1519 : კარლ V საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
  • 1635 : გვადელუპა საფრანგეთის კოლონია გახდა.
  • 1644 : მოხეტიალე თეატრის მსახიობი ჟან ბატისტ პოკლენი პირველად წარდგა პუბლიკის წინაშე ფსევდონიმით მოლიერი.
  • 1651 : ბერესტეცკოს ბრძოლა დაიწყო პოლონელებსა და უკრაინელებს შორის.
  • 1816: სანქტ-პეტერბურგში პირველი ბირჟა გაიხსნა.
  • 1838 : დედოფალ ვიქტორიას კურთხევა.
  • 1881 : ავსტრია და სერბია საიდუმლო ხელშეკრულებას დებენ.
  • 1895 : სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის ფედერაციულ რესპუბლიკას ქმნიან.
  • 1914 : სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპმა მოკლა ავსტრიის იმპერიის უფლისწული ფრანც ფერდინანდი და მისი ცოლი სოფია, რაც პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი საბაბი გახდა.
  • 1919 : ვერსალის ხელშეკრულება დაიდო, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი გერმანიასთან.
  • 1927 : დაარსდა ესპანური ავიაკომპანია იბერია.
  • 1933 : მოსკოვში დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია ბოშათა დაპატიმრების და გასახლების მიზნით. ამ ოპერაციის შედეგად 5470 ბოშა გაასახლეს მოსკოვიდან.
  • 1940 : რუმინეთი საბჭოთა კავშირს ბესარაბიას (დღევ. მოლდოვა) უთმობს .
  • 1950 : ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა სეული დაიპყრეს.
  • 1960 : კუბამ კუნძულზე მდებარე აშშ-ის ნავთობსარეწი საწარმოების კონფისკაცია მოახდინა.
  • 1967 : ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმს იპყრობს.
  • 1969 : სტოუნუოლის ჯანყი დაიწყო ქალაქ ნიუ-იორკში.
  • 1992 : ესტონეთის კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
  • 1996 : უკრაინის კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
  • 1997 : მაიკ ტაისონს მატჩის ხელმეორედ თამაშისთვის დისკვალიფიკაცია მიენიჭა ოპონენტის, ევანდერ ჰოლიფილდისთვის ყურის მოჭმის გამო.
  • 2001 : სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგა სამხედრო დანაშაულების ბრალდებით.
  • 2004 : კოალიციურმა დროებითმა ხელმძღვანელობამ მმართველობა ერაყის დროებით მთავრობას გადასცა, რითაც დასრულდა ქვეყანაში აშშ-ის მმართველობა.
  • 2004 : ესტონეთი, ლიტვა და სლოვენია ევროპის გაცვლითი კურსის მექანიზმს უერთდებიან.
  • 2005 : კანადაში ლეგალიზებულ იქნა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.
  • 2006 : მონტენეგრო გაეროს 192-ე წევრი გახდა გაეროს გენერალური ასამბლეის 60/264 რეზოლუციით.
  • 2007 : ახალქალაქის სამხედრო ბაზა რუსეთმა საქართველოს ოფიციალურად გადასცა.
  • 2009 : ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ სელაია ჩამოაგდო ხუნტამ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების გარშემო შექმნილი უთანხმოების ფონზე.
  • 2014 : საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1577 : რუბენსი, პეტერ პაულ — ფლამანდელი მხატვარი
  • 1712 : რუსო, ჟან-ჟაკ — შვეიცარიელი ფილოსოფოსი (გ.1778)
  • 1921 : რაო, ნარასიმჰა — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1991−1996 (გ.2004)
  • 1940 : იუნუსი, მუჰამედ — ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომისტი.
  • 1984 : ანიტა რაჭველიშვილი — ქართველი მეცო-სოპრანო

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 548: ნეტარი თეოდორა — ბიზანტიის დედოფალი, იუსტინიანე I-ის მეუღლე.
  • 1836 : ჯეიმზ მედისონი — აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი (დ.1751)
  • 1941 : ანდრია ბენაშვილი — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე
  • 1943 : ჰეკი, ფილიპ — გერმანელი იურისტი
  • 1982 : ასათიანი, გურამ — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი
  • 1982 : ბენაშვილი, დიმიტრი — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე
  • 2010 : ალგირდას ბრაზაუსკასი — ლიტვის პირველი პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • ყაზახეთი - კავშირგაბმულობის და ინფორმაციის მუშაკთა დღე
  • პოლონეთი - 1956 წლის ივნისში პოზნანის აჯანყების მონაწილეთა ხსოვნის დღე
  • უკრაინა - კონსტიტუციის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ამოს წინასწარმეტყველი
    • სტეფანე მოციქული
    • დულა კილიკიელი
    • წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია მზრდელი
    • ორტისი ტაბენისიოტელი
    • დულა მეგვიპტელი
    • იერონიმე სტრიდონელი
    • ნეტარი აგვუსტინე
    • აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სიკიელისა, ანასტასიოპოლელ ეპისკოპოსისა
    • ლაზარე სერბი
    • წმინდა ეფრემი
    • იონა საკვირველთმოქმედი
    • წმინდა მიხეილი
    • გრიგოლ და კასიანე
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.