USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
28 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  423

28 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 209-ე დღე (ნაკიან წლებში – 210-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 156 დღე.

დღის მოვლენები

1493 : მოსკოვის დიდი ხანძარი.

1540 : ჰენრი VIII-ის ბრძანებით ჩამოახრჩვეს თომას კრომველი, ღალატის ბრალდებით. ჰენრი იმავე დღეს ჯვარს იწერს მეხუთე ცოლზე - კეთრინ ჰოვარდზე.

1751 : კახეთის მეფე ერეკლე II ამარცხებს ირანის ტახტის პრეტენდენტს აზატ-ხანს ყირბულახის ბრძოლაში.

1794 : საფრანგეთის რევოლუციის 22 მოღვაწეს, მათ შორის მაქსიმილიან რობესპიერსა და ლუი-ანტუან სენ-ჟუსტს საჯაროდ გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.

1821 : პერუმ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1914 : ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბიას. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

1943 : მეორე მსოფლიო ომი: ოპერაცია გომორა - ბრიტანელები ბომბავენ ჰამბურგს, რის მიერაც გამოწველმა ხანძარმა 42 000 გერმანელი მოქალაქე იმსხვერპლა.

1976 : 8,2 მაგნიტუდის ტანგშანის მიწისძვრამ ჩინეთში 242 769 ადამიანი იმსხვერპლა, 164 851 დაშავდა.

2005 : დროებითი ირლანდიური რესპუბლიკური არმია (ირა) ჩრდილოეთ ირლანდიაში ოცდაათწლიანი შეიარაღებული კამპანიის შეწყვეტის შესახებ აცხადებს.

2017 : პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი უზენაესმა სასამართლომ პანამის დოკუმენტების მონაცემთა გადამოწმების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენა.

2021 : ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური -90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1804 : ფოიერბახი, ლუდვიგ — გერმანელი ფილოსოფოსი

1812 : კრაშევსკი, იუზეფ იგნაცი — პოლონელი მწერალი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი

1844 : ჰოპკინზი, ჯერარდ მანლი — ინგლისელი პოეტი

1874 : კასირერი, ერნსტ — გერმანელი ფილოსოფოსი

1887 : დიუშანი, მარსელ — ფრანგი მხატვარი (გ.1968)

1902 : პოპერი, კარლ — ფილოსოფოსი (გ.1994)

1904 : ჩერენკოვი, პავლე — რუსი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1927 : გიორგაძე, გრიგოლ — ისტორიკოსი (გ. 2005)

1929 : ჟაკლინ კენედი ონასისი — აშშ-ს პრეზიდენტ კენედი, ჯონ მეუღლე

1938 : ალბერტო ფუხიმორი — პერუს პრეზიდენტი

1941 : მუტი, რიკარდო — იტალიელი დირიჟორი

1951 : კალატრავა, სანტიაგო — ესპანელი არქტიტექტორი.

1952 : ვაჯირალონგკორნი — ტაილანდის პრინცი

1961 : ალექსანდრე კურლოვიჩი — ბელარუსი და საბჭოთა ძალოსანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

450 : თეოდოსიუს II — ბიზანტიის იმპერატორი;

1057 : ვიქტორ II — რომის პაპი

1741 : ვივალდი, ანტონიო — იტალიელი კომპოზიტორი (დ.1678)

1750 : ბახი, იოჰან სებასტიან — გერმანელი კომპოზიტორი (დ.1685)

1791 : რობესპიერი, მაქსიმილიან — ფრანგი რევოლუციონერი

1835 : მორტიე, ედუარ-ადოლფ-კაზიმირ-ჟოზეფ — ფრანგი სამხედრო მოღვაწე

1844 : ჟოზეფ ბონაპარტი — ნაპოლეონის უფროსი ძმა, ნეაპოლის და ესპანეთის მეფე

1968 : ჰანი, ოტო — გერმანელი ფიზიკოსი და რადიო-ქიმიკოსი.

1972 : მაჯუმდალი, ჩარუ — ინდოელი რევოლუციონერი

2010 : მზია კვირიკაშვილი — ქართველი მსახიობი, იუმორისტი - საქართველოს სიცილის დედოფალი (დ.1949)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კვირიკე და ივლიტა – კვირიკობა

წმინდა აბუდიმე

ვლადიმირ მოციქულთასწორი

აგრეთვე:

პერუ : დამოუკიდებლობის დღე

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way