USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
28 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

28 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 28-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 337 დღე (ნაკიან წელში - 338).

დღის მოვლენები

  • 98 : ტრაიანე რომის იმპერატორი გახდა.
  • 1521 : ვორმსის ედიქტი დაიწყო (დასრულდა 25 მაისს).
  • 1547 : ჰენრი VIII გარდაიცვალა. მისი რვა წლის ვაჟი ედუარდ VI ინგლისის პირველი პროტესტანტი მმართველი ხდება.
  • 1573 : ვარშავის კონფედერაციას მოეწერა ხელი, რამაც პოლონეთსა და ლიტვაში რელიგიის თავისუფლება დააკანონა.
  • 1724 : რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა სანქტ-პეტერბურგში პეტრე დიდის მიერ. 1917 წლამდე სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია ერქვა.
  • 1855 : პირველი ლოკომოტივი მგზავრობს ატლანტიდან წყნარ ოკეანემდე პანამის რკინიგზაზე.
  • 1871 : ფრანკო-პრუსიის ომი — პარიზის იერიში ფრანგების დამარცხებითა და იარაღის დაყრით დასრულდა.
  • 1909 : აშშ-ის ჯარებმა კუბა დატოვებს გუანტანამოს უბის საზღვაო ბაზის გარდა.
  • 1917 : მუნიციპალური ტრამვაი ამოძრავდა სან-ფრანცისკოში.
  • 1932 : იაპონიის ჯარები შანხაიზე იღებენ იერიშს.
  • 1986 : კოსმოსური შატლის პროგრამა — კოსმოსური შატლი ჩელენჯერი აფეთქდა 73 წამში კოსმოდრომიდან აფრენის შემდეგ და შვიდი ასტრონავტი იმსხვერპლა.
  • 1993 : ყაზახეთმა ახალი კონსტიტუცია მიიღო.
  • 2011:
    • ღვთისმშობელი ყრმით აუქციონზე $16.9 მილიონად გაიყიდა, რაც ტიციანის ნახატებში ყველაზე მაღალი ფასია.
    • ინტერპოლმა დაპატიმრების ორდერი გასცა ტუნისის გაქცეულ პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალიზე და მის მეუღლე ლეილა ბენ ალიზე.
    • რუსეთის კუნძულ სახალინის სანაპირო ზოლში გაკეთებული ჭაბურღილი 12,345 მ სიღრმით, მსოფლიოს ყველაზე ღრმა ჭაბურღილია.
  • 2012 : ბელორუსი ვიქტორია აზარენკა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული და ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულის მფლობელი გახდა.
  • 2013 :ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა განაცხადა, რომ აპრილის ბოლოს ტახტიდან გადადგება.
  • 2014 : უკრაინის ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი გადადგა.
  • 2023 : ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გენერალმა პეტრ პაველმა გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1853 : ხოსე მარტი — კუბის ეროვნული გმირი.
  • 1870 : კიტა აბაშიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე
  • 1887 : ზაქარია ბერიშვილი — ქართველი რეჟისორი და მსახიობი
  • 1909: გიორგი ბერიძე — ქართველი მეცნიერი
  • 1912 : ჯექსონ პოლოკი — ამერიკელი ფერმწერი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 814 : კარლ I დიდი — ფრანკთა მეფე და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი.
  • 1256 : ვილჰელმ ჰოლანდიელი — ჰოლანდიის გრაფი და გერმანიის მეფე
  • 1982 : ივანე გიგინეიშვილი — ქართველი ენათმეცნიერი.
  • 1984 : ზურაბ ანჩაბაძე — ქართველი ისტორიკოსი
  • 1994 : მიხეილ გიგინეიშვილი — ქართველი მეან-გინეკოლოგი.
  • 2002 : ასტრიდ ლინდგრენი — შვედი მწერალი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • სალომე უჯარმელი
    • პეროჟავრი სივნიელი
    • პავლე თებაიდელი
    • იოანე გლახაკი
    • მოწამე პანსოფი
    • პროხორე და გაბრიელი
    • ბარლაამ კრეტელი
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати