USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
28 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  1142

28 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე-118 დღე (ნაკიან წლებში — 119-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 247 დღე.

 

დღის მოვლენები

  • 1788 : მერილენდი გახდა აშშ-ს მე-7 შტატი.
  • 1920 : აზერბაიჯანი გახდა საბჭოთა კავშირის ნაწილი.
  • 1932 : მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის პოვნა გამოცხადდა ადამიანებისთვის.
  • 1945 : იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს ბენიტო მუსოლინი.
  • 1947 : ტურ ჰეიერდალი და მისი გუნდის წევრების პერუს ტოვებენ ტივით კონ-ტიკი, რათა დაამტიკონ რომ შესაძლებელია პერუელი ადგილობრივები პოლინეზიაში დასახლებულიყვნენ.
  • 1952 : ოკუპირებული იაპონია: აშშ-ს მიერ იაპონიის ოკუპირება დასრულდა.
  • 1978 : ავღანეთის პრეზიდენტი მუჰამედ დაუდ ხანი ჩამოგდებულ და მოკლულ იქნა პრო-კომუნისტური მეამბოხეების მიერ მოწყობილ გადატრიალებისას.
  • 2001 : მილიონერი დენის ტიტო მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი ხდება.
  • 2015 : საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
  • 2022 : დრიტან აბაზოვიჩი მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1758 : ჯეიმზ მონრო — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1900 : ბრუნო აპიცი — გერმანელი მწერალი
  • 1908 : ოსკარ შინდლერი — გერმანელი ბიზნესმენი, მეორე მსოფლიო ომის დროს 1100 ებრაელი გადაარჩინა
  • 1937 : სადამ ჰუსეინი — ერაყელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1953 : რობერტო ბოლანიო — ჩილელი მწერალი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1813 : მიხეილ კუტუზოვი — რუსი მხედართმთავარი, გენერალ-ფელდმარშალი
  • 1945 : მუსოლინი, ბენიტო — იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1970 : ბაქრაძე, კონსტანტინე — ქართველი ფილოსოფოსი
  • 1992 : ბალანჩივაძე, ანდრია — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა სუქია და მისთანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე
    • არისტარქოსი, პუდი და ტროფიმე — სამოცდაათთაგანნი
    • ვასილისა და ანასტასია
    • მოწამე საბა
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის