USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
дата:  407

მთვარის მე-21-22 დღედღის დასაწყისში შეიძლება რთული იყოს აზრების მობილიზება. წვრილმანი თემები მეტ მნიშვნელობას შეიძენს, ნებისმიერი შეფერხებაც სერიოზული პრობლემად წარმოჩინდება, მაღალია ყველაფერზე უარის თქმის სურვილის გაჩენის ალბათობა.

მაგრამ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ გამოიჩენთ მიზანსწრაფულობასა და მონდომებას. არ შეგეშინდეთ რთული ამოცანების: არის შანსი, სწრაფად გადაჭრათ ისინი, მიაღწიოთ შესანიშნავ შედეგს. საღამო კარგი იქნება ნებისმიერ თემაზე მნიშვნელოვანი საუბრისთვის.

ვერძი - დიდ ინტერესს იწვევს თქვენი გასაიდუმლოებული თუ იდუმალებით მოცული ურთიერთობები. ყურადღება თქვენი პერსონის მიმართ იზრდება.

კურო - დღეს სიმშვიდე და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა, ან სასიამოვნო გარემოცვა ძალებს შეგმატებთ.

ტყუპები - მოთოკეთ თქვენი ბობოქარი გრძნობები, იყავით მომთმენი და თანაგრძნობა გამოიჩინეთ სხვათა მიმართ.

კირჩხიბი -დღეს დიდია სიურპრიზებისა და სასიამოვნო მოულოდნელობების ალბათობა.

ლომი - თქვენი კომუნიკაბელურობა იზრდება, თქვენი პოპულარობა მწვერვალს აღწევს.

ქალწული - პროფესიულ საქმიანობაში და კარიერულ საკითხებში სასიამოვნო ცვლილებებს და წარმატებას ელოდეთ.

სასწორი - იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.

მორიელი - თეორიული მიღწევები მნიშვნელოვანია, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობით უნდა გამყარდეს.

მშვილდოსანი - კარგი იქნება თუ დაეხმარებით თქვენს ახლობელს, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება დახმარება და მხარში დგომა თქვენგან.

თხის რქა - არის ალბათობა რთულ მოლაპარაკებებში ან გარჩევებში მოგიწიოთ ჩართვა, მაგრამ მიუხედავად დაძაბული ფონისა,შესაძლოა პერსპექტიულიც აღმოჩნდეს ეს სიტუაცია.

მერწყული - ახალ იდეებს ყურადღება მიაქციეთ, არის ალბათობა ძალიან სასარგებლო აღმოჩენა გააკეთოთ.

თევზები - ფრთხილად ფულთან, უაზრო წვრილმანების შეძენით ნუ გაატანთ ქარს თქვენს ფინანსებს.

Тбилиси
დიღმის მასივში მასშტაბური მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება
თბილისის მერია კიდევ ერთ მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს დიდუბის რაიონში ააშენებს. პროექტის ფარგლებში, დიღმის მასივში 16 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სამი ბლოკი აშენდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა.
აღნიშნული ცენტრის პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„დღეს, კიდევ ერთ მაგარ პროექტს ვაანონსებთ. წლების წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები იყო. წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე ჯერ ათწლიანი არსებული სტატუსის შენარჩუნებით. შემდეგ კი, ინვესტორს შეეძლო სამშენებლო სამუშაოები განეხორციელებინა, თუნდაც დაენგრია კომპლექსი და აქ კორპუსი აეშენებინა. ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები მეპატრონესთან, შევთანხმდით ადგილმონაცვლეობაზე, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას დაუბრუნდა. ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეკრეაციული ან სპორტული სივრცეების ხარჯზე არ მოხდეს მშენებლობები. ქალაქის განვითარებას, მშენებლობას, ბიზნესსექტორს ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს ყველაფერი ურბანულად სწორად უნდა მოხდეს.
ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი კი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პირველ რიგში, ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდება და შემდეგ უკვე დავიწყებთ ცენტრის მშენებლობას. ეს იქნება ყველაზე დიდი ცენტრი თბილისში, რაც კი აგვიშენებია - 16 000 კვ.მ-ზე განთავსებული. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ორი საცურაო აუზი, ორი ტენისის კორტი, რომელიც გადახურულ შენობაში იქნება და ეს არის სიახლე, რაც არცერთ სხვა ცენტრში არ გვაქვს. იქნება სატრენაჟორო, სავარჯიშო სივრცეები, საკალათბურო და საფეხბურთო მოედნები, მინი საფეხბურთო მოედანი და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, შენობაში განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, სპორტული მაღაზია, ფარიკაობის დარბაზი, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი.
აღნიშნული პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს და სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება.
მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის დეტალებს, დედაქალაქის მერთან ერთად, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი , თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი გაეცნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати