USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
27 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  319

27 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის მე-300 დღე (ნაკიან წლებში – 301-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 65 დღე.

დღის მოვლენები

  • 1275 : ამსტერდამის დაფუძნების ტრადიციული თარიღი.
  • 1553 : ერეტიკოსად შერაცხილი მიგელ სერვეტი ჟენევასთან კოცონზე დაწვეს.
  • 1644 : ნიუბურის მეორე ბრძოლა ინგლისის სამოქალაქო ომში.
  • 1682 : პენსილვანიაში ქალაქი ფილადელფია დაარსდა.
  • 1795 : აშშ და ესპანეთი მადრიდის ხელშეკრულებას დებენ, რითაც განისაზღვრა საზღვარი ესპანურ კოლონიებსა და აშშ-ს შორის.
  • 1795 : კამპოფორმიოს ზავი დაიდო საფრანგეთსა და ავსტრიას შორის.
  • 1810 : აშშ-მ დაიპყრო ყოფილი ესპანეთის კოლონია დასავლეთ ფლორიდა.
  • 1904 : ნიუ-იორკის მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა; სისტემა მალე აშშ-ში უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გახდა.
  • 1924 : უზბეკეთის სსრ დაარსდა საბჭოთა კავშირში.
  • 1953 : ბრიტანეთის ბირთვული გამოცდა ტოტემ 2 განხორციელდა ემუს ველზე სამხრეთ ავსტრალიაში.
  • 1971 : კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ზაირი დაარქვეს.
  • 1990 : ყირგიზეთის სსრ-ის უზენაესი საბჭო ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ასკარ აკაევს ირჩევს.
  • 1991 :
    • თურქმენეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა სსრ კავშირისაგან.
    • ჩეჩნეთის პრეზიდენტად დანიშნულ იქნა ჯოჰარ დუდაევი.
  • 1998 : გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი გახდა.
  • 1999 : სომხეთის პარლამენტის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარკისიანი და ექვსი პარლამენტარი.
  • 2008 : პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ახალ, მკვეთრად ოპოზიციურ, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო აყალიბებს.
  • 2011 :
    • არაბული გაზაფხულის 5 აქტივისტი, მოჰამედ ბუაზიზი (ტუნისი), ასმაა მაჰფუზი (ეგვიპტე), აჰმედ ალ-სენუსი (ლიბია), ალი ფარზატი და რაზან ზეიტუნეჰი (სირია), სახაროვის პრემიით დააჯილდოეს.
    • ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში, 70 წლის პოეტმა, ლეიბორისტმა მაიკლ ჰიგინსმა გაიმარჯვა.
  • 2013 : გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2016
    • ეზიდი უფლებების დამცველები ნადია მურადი და ლამია აჯი ბაშარი სახაროვის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
    • 46-ე მცდელობის შემდეგ ლიბანის პრეზიდენტად მიშელ აუნი აირჩიეს.
  • 2019 : არგენტინის პრეზიდენტად პერონისტი ალბერტო ფერნანდესი აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1466 : ერასმუსი — ნიდერლანდელი თეოლოგი (გ.1536)
  • 1728 : კაპიტანი კუკი — ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი.
  • 1782 : პაგანინი, ნიკოლო — იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი (გ.1840)
  • 1840 : გოგებაშვილი, იაკობ — ქართველი პედაგოგი და საბავშვო მწერალი.
  • 1858 : რუზველტი, თეოდორ — აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი (გ.1919)
  • 1862 : ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილი), ქეთევან — ქართველი მსახიობი
  • 1900 : ჟაროვი, მიხეილ — საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი და რეჟისორი (გ.1981)
  • 1904 : ასტაუროვი, ბორის — საბჭოთა ბიოლოგი-ციტეგენეტიკოსი (გ.1974)
  • 1986 : მაყაშვილი, რუსუდან — ქართველი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1439 : ალბრეხტ II — გერმანიის, უნგრეთის და ჩეხეთის მეფე.
  • 1505 : ივანე III — რუსეთის მეფე (დ.1440)
  • 1949 : ჰალასი, ფრანტიშეკ — ჩეხი პოეტი (დ.1901)
  • 1980 : წერეთელი, დავით — ქართველი ფერმწერი
  • 2013 : ლუ რიდი — ამერიკელი როკ-მუსიკოსი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ნაზარი და კელსი, გერვასი და პროტასი
    • სილუანე ხუცესი
    • პარასკევა სერბი
  • აგრეთვე:
    • თურქმენეთი : დამოუკიდებლობის დღე
    • სენტ-ვინსენტი და გრენადინები : დამოუკიდებლობის დღე
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати