USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
27 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  422

27 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 86-ე დღე (ნაკიან წლებში – 87-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 279 დღე.

დღის მოვლენები

  • 1854: ყირიმის ომი — ბრიტანეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა.
  • 1871: გაიმართა რაგბის პირველი საერთაშორისო მატჩი ინგლისისა და შოტლანდიის გუნდებს შორის.
  • 1905: თბილისის ფუნიკულიორი გაიხსნა.
  • 1918: მოლდოვა და ბესარაბია რუმინეთს შეუერთდა.
  • 1958: ნიკიტა ხრუშჩოვი სსრკ-ის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 1968: სუჰარტო ინდონეზიის პრეზიდენტი გახდა.
  • 2020: ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 972: რობერ II — საფრანგეთის მეფე
  • 1785: ლუი XVII — საფრანგეთის მეფე
  • 1845: ვილჰელმ კონრად რენტგენი — გერმანელი ფიზიკოსი
  • 1871: ჰაინრიხ მანი — გერმანელი მწერალი
  • 1873: ქრისტეფორე III — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • 1881: სიმონ ავალიანი — ქართველი ისტორიკოსი
  • 1886: სერგეი კიროვი — რუსი რევოლუციონისტი
  • 1899: შალვა ალხაზიშვილი — ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე
  • 1909: ბენ უებსტერი — ჯაზის ამერიკელი მუსიკოსი
  • 1927: მსტისლავ როსტროპოვიჩი — რუსი ჩელისტი და დირიჟორი
  • 1939: იოსებ კეჭაყმაძე — ქართველი კომპოზიტორი
  • 1963: კვენტინ ტარანტინო — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და კინოოპერატორი
  • 1970: მერაია კერი — ამერიკელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1625: ჯეიმზ I — ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე
  • 1833: ჟაკ ფრანსუა გამბა — ფრანგი მოგზაური და ვაჭარი
  • 1945: ჰალიდ ზია უშაქლიგილი — თურქი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1968: იური გაგარინი — რუსი კოსმონავტი
  • 1972: მორის ეშერი — ჰოლანდიელი მხატვარი და გრაფიკოსი
  • 2006: სტანისლავ ლემი — პოლონელი მწერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ღირსი ბენედიქტე
    • ევსქიმონ აღმსარებელი
  • აგრეთვე:
    • მსოფლიო თეატრის დღე
    • ანგოლა — გამარჯვების დღე
    • მიანმარი — სამხედრო ძალების დღე
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати