USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
27 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  942

27 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 147-ე დღე (ნაკიან წლებში - 148-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 218 დღე.

დღის მოვლენები

1703 : საფუძველი ჩაეყარა სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეს. ეს დღე ითვლება სანქტ-პეტერბურგის დაარსების დღედ.

1895 :ინგლისელმა გამომგონებელმა ბირტ აკერსმა დააპატენტა კინოპროექტორი.

1916 : აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ერთა ლიგის შექმნისკენ მოუწოდა მსოფლიოს.

1921 : ავღანეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

1926 : მისურის შტატის ქალაქ ჰანიბალში საზეიმოდ გაიხსნა ტომ სოიერის და ჰეკლბერი ფინის  ძეგლი.

1937 : „სან-ფრანცისკოში ფეხით მოსიარულეთათვის ხიდი „ოქროს კარიბჭე“ გაიხსნა.

1950 : ფრნკ სინატრას სატელევიზო დებიუტი შედგა  ტელეკომპანია „NBC“-ს ეთერში.

1991 : დასრულდა საბჭოთა ჯარების გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან.

2007 : კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა რუმინელი რეჟისორი კრისტიან მუნჯუს ფილმი4 თვე, 3 კვირა და 2 დღე.

2009 : ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ყაზახეთი) გაშვებულ იქნა სოიუზ TMA-15, რომელმაც ექსპედიცია 20-ის წევრები უნდა აიყვანოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

2009 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა.

ამ დღეს დაბადებულნი

1923 : კისინჯერი, ჰენრი — ამერიკელი დიპლომატი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1564 : ჟან კალვინი — რეფორმაციის მოღვაწე, კალვინიზმის დამაარსებელი (დ. 1509)

1840 : პაგანინი, ნიკოლო — იტალიელი მევიოლინე.

1894 : ქიქოძე, შალვა — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი.

1904 : ბაქრაძე, იოსებ — ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი

1910 : კოხი, რობერტ — გერმანელი მიკრობიოლოგი

1992 : ანდრიაშვილი, აკაკი — ქართველი კომპოზიტორი

2017 : ოლმენი, გრეგ — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ჯგუფ Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი (დ. 1947).

2017 : ბჟეზინსკი, ზბიგნევ — პოლონელ-ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე (დ. 1928).

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

რუსეთი - სანქტ-პეტერბურგის დაბადების დღე; ბიბლიოთეკის დღე.

ყირგიზეთი - ბიბლიოთეკის დღე

ნიგერია - ბავშვების დღე

ნიკარაგუა - არმიის დღესასწაული.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა ისიდორე

წმინდა მაქსიმე

სერაფიონ სინდონიტი

ლეონტი II

მარკოზ კრიტელი

იოანე ბულგარელი

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати