USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
27 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

27 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 27-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 338 დღე (ნაკიან წელში — 339).

დღის მოვლენები

  • 98 : ტრაიანე რომის იმპერატორი გახდა ნერვას გარდაცვალების შემდეგ.
  • 1695 : მუსტაფა II ოსმალეთის სულთანი ხდება აჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ.
  • 1785 : აშშ-ში პირველი საზოგადოებრივი უნივერსიტეტი — ჯორჯიის უნივერსიტეტი დაარსდა.
  • 1736 : ჩამოაგდეს პოლონეთის უკანასკნელი მეფე.
  • 1820 : რუსეთის ექსპედიციამ ფადეი ბელინსჰაუზენისა და მიხაილ ლაზარევის ხელმძღვანელობით, ანტარქტიკა აღმოაჩინა.
  • 1944 : ლენინგრადი ორწლიანი ბლოკადისაგან განთავისუფლდა.
  • 1967 : კენედის კოსმოდრომზე გაჩენილმა ხანძარმა კოსმოსური ხომალდი „აპოლო-1“ გაანადგურა და სამი ასტრონავტის სიცოცხლე შეიწირა.
  • 1967 : სამოცზე მეტი ქვეყანა ხელს აწერს კოსმოსური სივრცის ხელშეკრულებას, რითაც კოსმოსში ბირთვული იარაღი აიკრძალა.
  • 2009 : რუსეთის მეთექვსმეტე პატრიარქი გახდა სმოლენსკის და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე.
  • 2018 : მილოშ ზემანი ჩეხეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
  • 2020 : ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯიჯი და კიდევ შვიდი ადამიანი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კალიფორნიაში, კალაბასის სიახლოვეს დაიღუპნენ.
  • 2023 : თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 — დაიჭრა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1216 ან 1217  : ზაბელი — კილიკიის სომეხთა სამეფოს დედოფალი (1219–1252).
  • 1571 : აბას I — ირანის შაჰი (1587–1629)
  • 1756 : ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი — ავსტრიელი კომპოზიტორი.
  • 1808 : დავიდ შტრაუსი — გერმანელი ფილოსოფოსი
  • 1820 : ხუან კრისოსტომო ფალკონი —ვენესუელი პრეზიდენტი (186–1868)
  • 1826 : მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი — რუსი მწერალი.
  • 1848 : ტოგო ჰეიჰაჩირო — იაპონელი სამხედრო-საზღვაო მოღვაწე.
  • 1859 : ვილჰელმ II — პრუსიის მეფე (1888–1918)
  • 1870 : იუჰო კუსტი პაასიკივი — ფინელი პოლიტიკური მოღვაწე
  • 1887 : ნოე ყიფიანი — ქართველი გეოლოგი
  • 1888 : ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი — ნორვეგიელი გეოქიმიკოსი და გეოფიზიკოსი.
  • 1891 : იოსებ ასლანიშვილი — ქართველი ექიმი-ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1897 : სერგეი ასლამაზიანი — სომეხი კომპოზიტორი.
  • 1901 : ვიქტორას კუპრიავიჩუსი — ლიტველი კომპოზიტორი
  • 1906 : სარა აშურბეილი — აზერბაიჯანელი ისტორიკოსი
  • 1921 : დონა რიდი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1925 : სუფი აბუ ტალიბი — ეგვიპტის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1926 : ინგრიდ ტულინი — შვედი მსახიობი
  • 1934 : ფედერიკო მაიორ სარაგოსა — ესპანელი პოლიტიკოსი, მწერალი
  • 1939 : ტიგრან მანსურიანი — სომეხი კომპოზიტორი
  • 1940 : მირჩა სნეგური — მოლდოვის მეორე პრეზიდენტი (1997–2001).
  • 1944 : ნიკ მეისონი — როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის დრამერი.
  • 1949 : მზია კვირიკაშვილი — ქართველი მსახიობი, იუმორისტი
  • 1957 : ნინო ქაჯაია — ქართველი მთარგმნელი.
  • 1960 : სამია სულუჰუ — ტანზანიელი პოლიტიკოსი
  • 1964 : ნინო გვენეტაძე — საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
  • 1968 : დიმიტრი ობოლაძე — ქართველი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი.
  • 1968 : ტრიკი — ინგლისელი რეპერი
  • 1974 : ულე-ეინარ ბიორნდალენი — ნორვეგიელი სპორტსმენი
  • 1978 : ალექსანდრე მიქაბერიძე — ქართველი იურისტი, მწერალი და ისტორიკოსი
  • 1979 : როზამუნდ პაიკი — ინგლისელი მსახიობი
  • 1980 : მარატ საფინი — რუსი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი
  • 1984 : დაჩი ფოფხაძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1984 : თეონა ქუმსიაშვილი — ქართველი მომღერალი
  • 1986 : გიორგი ლორია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1987 : Rucka Rucka Ali — ამერიკელი რეპერი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 457 : მარკიანე — ბიზანტიის იმპერატორი.
  • 1901 : ჯუზეპე ვერდი — იტალიელი კომპოზიტორი.
  • 1921 : ილია ალხაზიშვილი — ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1949 : ბორის ასაფიევი — რუსი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი.
  • 1972 : რიხარდ კურანტი — ამერიკელი მათემატიკოსი.
  • 1986 : ლილი პალმერი — გერმანელი მსახიობი.
  • 2008 : სუჰარტო — ინდონეზიის მეორე პრეზიდენტი.
  • 2010 : ჯერომ სელინჯერი — ამერიკელი რომანისტი.
  • 2018 : ინგვარ კამპრადი — შვედი ბიზნესმენი და იკეას დამფუძნებელი.
  • 2020 : გომარ სიხარულიძე — ქართველი კომპოზიტორი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა ნინო — ნინოობა
    • ღირსნი მამანი, რომელნი მოისრნენ სარკინოზთაგან სინასა და რაითას:საბა, ისაია, მოსე და მოწაფე მისი მოსე; იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია
    • ღირსი იოსები
    • ღირსი თეოდულე
    • ღირსი სტეფანე
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати