USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
27 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1133

27 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 117-ე დღე (ნაკიან წლებში – 118-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 248 დღე.

დღის მოვლენები

1296 : დანბარის ბრძოლა : შოტლანდიელები მარცხდებიან ედუარდ I-ს მიერ.

1509 : რომის პაპმა იულიუს II-მ ინტერდიქტი გამოუცხადა ვენეციის იტალიურ სახელმწიფოს.

1521 : მახტანის ბრძოლა : მოგზაური ფერნანდო მაგელანი მოკლეს ფილიპინების ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

1667 : დაბრმავებული და გაღატაკებული ჯონ მილტონი საავტორო უფლებებს დაკარგულ სამოთხეზე £10-ად ყიდის.

1848 : საფრანგეთმა ოფიციალურად აკრძალა მონობა თავის კოლონიებში.

1906 : მოწვეულ იქნა რუსეთის პირველი სახელმწიფო დუმა.

1945 : შეიქმნა ავსტრიის მეორე რესპუბლიკა.

1978 : ავღანეთში მოხდა სამხედრო გადატრიალება.

1981 : Xerox PARC კომპიუტერუს მაუზის პრეზენტაცის ახდენს.

1992 : შეიქმნა იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკა სერბიისა და ჩერნოგორიის სახით.

2005 : აერობუს ა380 პირველ გაფრენას ახორციელებს ტულუზადან, საფრანგეთი.

2009 : ღორის გრიპის ახალი შტამით მსოფლიოში უკვე 5.000-მდე ადამიანი დაავადდა, ხოლო მეხიკოში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

2014 : კათოლიკურმა ეკლესიამ იოანე XXIII-ის და იოანე-პავლე II-ის კანონიზაცია მოახდინა.

2014 : გეორგე ივანოვი მეორე ვადით მაკედონიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1791 : სემიუელ მორზე — ამერიკელი გამომგონებელი

1822 : ულისე გრანტი — აშშ-ის მე-18 პრეზიდენტი

1990 : მარტინ კელი — ინგლისელი ფეხბურთელი

1990 : ერიკ კეედუსი — ესტონელი კალათბურთელი

1990 : აუსტინ დილონი — ამერიკელი მრბოლელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1521 : ფერნანდო მაგელანი — პორტუგალიელი ზღვაოსანი

1565 : ოსანა კოტორელი — კათოლიკე განდეგილი კოტორიდან.

1605 : ლეო XI — რომის პაპი (დ. 1535)

1937 : ანტონიო გრამში — იტალიელი პოლიტიკოსი

1967 : მაქსიმე ბერძნიშვილი — ქართველი ისტორიკოსი

1972 : კვამე ნკრუმა — განელი პოლიტიკოსი

2021 : კახი კავსაძე — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დიმიტრი ყიფიანი

მარტინე აღმსარებელი

ანტონი, იოანე და ევსტათი

მოწამე არდალიონი

1000 სპარსელი მოწამე

ქრისტეფორე საბაიტელი

აგრეთვე:

ავღანეთი : რევოლუციის დღე (1978)

სიერა-ლეონე : დამოუკიდებლობის დღე (1971)

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა : თავისუფლების დღე

ტოგო : დამოუკიდებლობის დღე (1960)

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way