USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
26 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  212

26 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 57-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 308 დღე (ნაკიან წელში - 309).

 

დღის მოვლენები

364 : ვალენტინიანუს I გამოცხადდა რომის იმპერატორად.

1513 : მიწისძვრამ დაანგრია პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი.

1794 : საფრანგეთში კონვენტმა გამოსცა ბრძანება რომლითაც რევოლუციის მტრების ქონების კონფისკაცია დაკანონდა.

1815 : ნაპოლეონ ბონაპარტი გაიქცა კუნძულ ელბადან.

1832 : პოლონეთი რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა.

1848 : საფრანგეთში გაუქმდა თავად-აზნაურობა

1848 : პირველად გამოიცა მარქსის და ენგელსის კომუნისტური მანიფესტი.

1924 : ჰიტლერი დააპატიმრეს მიუნხენში ლუდის პუტჩისთვის.

1935 : რობერტ უოტსონ-უატმა პირველად მოახდინა რადარის დემონსტრირება.

1936 : გამოშვებულ იქნა პირველი „ფოლკსვაგენი“.

1986 : მიხეილ გორბაჩოვმა გამოაცხადა „დაჩქარების“ კურსი.

1990 : იწყება საბჭოთა ჯარების გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან.

2006 : XX ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულება.

2016 : ჯანი ინფანტინო ფიფა-ს პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1361 : ვენცელი — საღვთო რომის იმპერატორი და ჩეხეთის მეფე

1802 : ვიქტორ ჰიუგო — ფრანგი მწერალი

1829 : ლევი სტრაუსი — გერმანელ-ამერიკელი დიზაინერი, მრეწველი

1846 : ბუფალო ბილი — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკი

1868 : ვენსესლაუ ბრასი — ბრაზილიის პრეზიდენტი (1914–1916)

1869 : ნადეჟდა კრუპსკაია — რუსი რევოლუციონერი

1872 : ლუარსაბ ანდრონიკაშვილი — ქართველი იურისტი და საზოგადო მოღვაწე

1876 : აგუსტინ პედრო ხუსტო — არგენტინის პრეზიდენტი (1932–1938)

1885 : ალექსანდრას შტულგინსკისი — ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი(1922–1926)

1887 : აკაკი შანიძე — ქართველი ენათმეცნიერი

1900 : სოლომონ ცაიშვილი — ქართველი პუბლიცისტი.

1901 : პანტელეიმონ ბერაძე — ქართველი ფილოლოგი

1902 : ვერკორი — ფრანგი მწერალი და ილუსტრატორი.

1909 : გიორგი აბაშიძე — ქართველი ქირურგი

1914  : ვიქტორ ხაინი — რუსი გეოლოგი.

1915 : ალდო ბოფი — იტალიელი ფეხბურთელი

1825 : ლუდვიგ რიუტიმაიერი — შვეიცარიელი ზოოლოგი

1928 : ფეტს დომინო — ამერიკელი პიანისტი და სიმღერების ავტორი ლუიზიანადან.

1928 : არიელ შარონი — ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2001–2006)

1932 : ჯონი კეში — ამერიკელი ქანთრი და როკ-მუსიკის შემსრულებელი

1935 : არტურ რასიზადე — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე

1936 : გუგული ტოგონიძე — ქართველი მწერალი და ფსიქოლოგი.

1940 : უიტნი სმითი — ამერიკელი ვექსილოლოგი.

1943 : კაზიმირა პრუნსკენე — ლიტველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი.

1954 : რეჯეფ თაიფ ერდოღანი — თურქეთის პრეზიდენტი

1958 : მიშელ უელბეკი — ფრანგი მწერალი

1959 : აჰმეთ დავუთოღლუ — თურქი პოლიტიკოსი

1968 : ანა კორძაია-სამადაშვილი — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტი.

1972 : ოლივერ უეიკმენი — ინგლისელი კლავიშისტი და კომპოზიტორი.

1973 : ATB — გერმანელი ტრანს და საცეკვაო მუსიკის დიჯეი

1973 : ულე გუნარ სულშერი — ნორვეგიელი ფეხბურთელი.

1974 : ირინა ვლახი — მოლდოვის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

1974 : სებასტიან ლოები — ფრანგი მრბოლელი.

1976 : შალვა ფიფია — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (2013–2014)

1982 : ლი ნა — ჩინელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი

1983 : პეპე — პორტუგალიელი ფეხბურთელი

1984 : ემანუელ ადებაიორი — ტოგოელი ფეხბურთელი

1986 : ნაჩო მონრეალი — ესპანელი ფეხბურთელი.

1987 :იურაი კუცკა — სლოვაკი ფეხბურთელი

1988 : ნინო მაყაშვილი — ქართველი მსახიობი.

1993 : ხესე როდრიგესი — ესპანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1577 : ერიკ XIV — შვედეთის მეფე

1770 : ტარტინი, ჯუზეპე — იტალიელი კომპოზიტორი

1969 : იასპერსი, კარლ — გერმანელი ფსიქიატრისტი

1999 : ანგლიცკისი, სტასის — ლიტველი პოეტი

2004 : ტრაიკოვსკი, ბორის — მაკედონიის პრეზიდენტი

2014: პაკო დე ლუსია — ესპანელი კომპოზიტორი და ვირტუოზი გიტარისტი. (დ. 1947)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მარტინიანე და ზოია და ფოტინე

ევლოგი I

სვიმეონ მირონმდინარე

მარტინე მოწყალე

აგრეთვე:

ქუვეითი : განთავისუფლების დღე

 

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way