USD 2.6874
EUR 3.1636
RUB 3.5985
თბილისი
26 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  754

26 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 299-ე დღე (ნაკიან წლებში – მე-300 დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 66 დღე.

დღის მოვლენები

  • 740 : ძლიერი მიწისძვრა მოხდა კონსტანტინოპოლში.
  • 1640 : რიპონის ზავი დაიდო, რომელმაც აღადგინა მშვიდობა შოტლანდიელებსა და ინგლისს შორის.
  • 1825 : ერის არხი გაიხსნა, რომელმაც ალბანი, ნიუ-იორკი ტბა ერის დააკავშირა.
  • 1863 : ფეხბურთის ასოციაცია შეიქმნა.
  • 1905 : ნორვეგია დამოუკიდებელი გახდა შვედეთისაგან.
  • 1912 : ქალაქი სალონიკი საბერძნეთს შეუერთდა მისი პატრონი წმინდანი დემეტრიუსის დღეს.
  • 1917 : კაპორეტოს ბრძოლა - იტალიამ კატასტროფული დამარცხება იწვნია გერმანიასა და ავსტრიასთან პირველ მსოფლიო ომში.
  • 1947 : ქაშმირის მაჰარაჯა თანხმდება მისი სამეფოს ინდოეთთან გაერთიანებაზე.
  • 1947 : ერაყში ბრიტანეთის ოკუპაცია სრულდება.
  • 1954 : ტრიესტი იტალიას უბრუნდება.
  • 1955 : მოკავშირეთა ბოლო ჯარისკაცის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ ავსტრია მუდმივ ნეიტრალიტეტს აცხადებს.
  • 1994 : იორდანიამ და ისრაელმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
  • 1994 : დადასტურდა რომ ენდრიუ ვაილსმა სწორად დაამტკიცა ფერმას ბოლო თეორება.
  • 2002 : მოსკოვის თეატრის ალყა სრულდება - დაახლოებით 50 ჩეჩენი თავდამსხმელი და 150 მძევალი დაიღუპა რუსული სპეცრაზმის მიერ კულტურის სახლის შტურმით აღებისას.
  • 2012 : ირანელი დისიდენტები ნასრინ სოტუდე და ჯაფარ პანაჰი სახაროვის პრემიით დააჯილდოეს.
  • 2012 : იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი საგადასახადო თაღლითობის გამო გაასამართლეს.
  • 2014 : დილმა რუსეფი მეორე ვადით ბრაზილიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2017 : ვენესუელის დემოკრატიული ოპოზიცია სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1685 : სკარლატი, დომენიკო — იტალიელი კომპოზიტორი (გ.1757)
  • 1867 : მეგრელი, დუტუ — ქართველი მწერალი და პოეტი
  • 1887 : არტემ ერქომაიშვილი — ქართველი ლოტბარი
  • 1916 : მიტერანი, ფრანსუა — საფრანგეთის პრეზიდენტი 1981-1995 (გ.1996)
  • 1919 : პაჰლავი, მოჰამედ რეზა — ირანის შაჰი (გ.1980)
  • 1942 : ჰოსკინსი, ბობ — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი (გ. 2014)
  • 1959 : ლიკა ქავჟარაძე — ქართველი კინომსახიობი (გ. 2017)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 899 : ალფრედ დიდი — ინგლისის მეფე
  • 1892 : ვინდშაიდი, ბერნჰარდ — გერმანელი იურისტი (დ.1817)
  • 1909 : იტო ჰირობუმი — იაპონიის პრემიერ-მინისტრი (დ.1841)
  • 1945 : პერიო, პოლ — ფრანგი მკვლევარი (დ.1878)
  • 1959 : ლიკა ქავჟარაძე — ქართველი კინომსახიობი. (გ. 2017)
  • 1973 : ბუდიონი, სემიონ — რუსი სამხედრო მოღვაწე.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ანტონი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი
    • წმინდა კარპოსი - თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა
    • წმინდა ფლორენტი
    • ბენიამინე დიაკონი
    • ნიკიტა აღმსარებელი
    • ზლატა (ქრისა) მოგლენელი

 

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის