USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
26 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  559

26 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 207-ე დღე (ნაკიან წლებში – 208-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 158 დღე.

დღის მოვლენები

1139 : გრაფი აფონსო პორტუგალიის პირველ მეფედ გამოცხადდა, იმავე დღეს პორტუგალია კასტილიას გამოეყო.

1788 : ნიუ-იორკი გახდა აშშ-ს მე-11 შტატი.

1788 : ბრიტანელი კოლონიზატორები ავსტრალიაში სიდნეის აფუძნებენ.

1805 : იტალიაში ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ქალაქ ნეაპოლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, დაიღუპა 26 ათასი ადამიანი.

1847 : აფრიკაში გამოცხადდა პირველი დამოუკიდებალი  სახელმწიფო, ლიბერიის რესპუბლიკა.  ეს სახელმწიფო დააარსეს აშშ-დან გადმოსახლებულმა განთავისუფლებულმა მონებმა.

1858 : ბარონი როტშილდი ინგლისის პარლამენტის პირველი ებრაელი წევრი გახდა.

1887 : ლ. ლ. ზამენჰოფი აქვეყნებს ნაშრომს „ექიმი ესპერანტოს საერთაშორისო ენა“.

1918 : აზერბაიჯანში ესერები ბოლშევიკებს ამარცხებენ.

1918 : საქართველოს ჯარმა გენერალ გ. მაზნიაშვილის სარდლობით დაიკავა ქალაქი ტუაფსე.

1936 : აქსისის ძალებმა ესპანეთის სამოქალაქო ომში ჩარევა გადაწყვიტეს.

1945 : ხელი მოეწერა პოტსდამის ხელშეკრულებას.

1953 : ფიდელ კასტრო თანამოაზრეებთან ერთად თავს ესხმის მონკადას გარნიზონს, რითაც კუბის რევოლუცია იწყება.

1956 : ასუანის კაშხლის დაფინანსებაზე მსოფლიო ბანკის უარის გამო ეგვიპტის ლიდერი გამალ ნასერი სუეცის არხის ნაციონალიზაციას აცხადებს, რაც საერთაშორისო სკანდალის მიზეზი ხდება.

1957 :

კარლოს კასტიო არმასი, გვატემალის დიქტატორი, მოკლეს.

საბჭოთა კავშირში პირველად გაუშვეს საკონინეტაშორისო ბალისტიკური რაკეტა.

1963 : იუგოსლავიის ქ. სკოპიეში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. დაიღუპა 1100-ზე მეტი ადამიანი.

1971 : აპოლოს პროგრამა: მისია აპოლო 15 - გაშვებულ იქნა აპოლო 15.

1978 : დანიელმა მკვლევარმა პეტერსონმა აღმოაჩინა ხმელეთის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ნაწილი კუნძული "ოდაკი".

1993 : აზერბაიჯანში ერთადერთ საგადამხდელო საშუალება ეროვნული ვალუტა, მანათი, გახდა.

1995 : 15 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროპოლის შექმნის დადგენილებას.

2005 : კოსმოსური შატლი დისკავერის გაშვება - პირველი კოსმოსური გაფრენა 2003 წლის კოლამბიის კატასტროფის შემდეგ.

2010 : კამბოჯის სასამართლომ წითელი ქმერების ერთ–ერთ ლიდერს კანგ კეკ იეუს 35 წლით პატიმრობა მიუსაჯა პოლ პოტის რეჟიმის პერიოდში ჩადენილი მასობრივი ხოცვა–ჟლეტის გამო.

2015 : თბილისში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა.

2021 : იუნესკომ საქართველოს ოთხ ბუნებრივ ობიექტს, საერთო სახელით კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები (მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები), მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ამ დღეს დაბადებულნი

1678 : იოზეფ I — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი

1782 : ჯონ ფილდი — ბრიტანელი კომპოზიტორი.

1791 : მოცარტი, ფრანც ქსავიერ ვოლფგანგ — პიანისტი და კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვაჟი

1817 : ვინდშაიდი, ბერნჰარდ — გერმანელი იურისტი (გ.1892)

1842 : მარშალი, ალფრედ — ინგლისელი ეკონომისტი

1856 : შოუ, ჯორჯ ბერნარდ — ირლანდიელი მწერალი (გ.1950)

1875 :

იუნგი, კარლ — შვეიცარიელი ფსიქოლოგი (გ. 1961)

მაჩადო, ანტონიო — ესპანელი პოეტი, დრამატურგი (გ. 1939)

1886 : ჰანსონი, ლარს — შვედი მსახიობი (გ.1965)

1894 : ჰაქსლი, ოლდოს ლეონარდ — ინგლისელი მწერალი (გ.1963)

1928 : კუბრიკი, სტენლი — ამერიკელი კინორეჟისორი (გ.1999)

1943 : ჯეგერი, მიკ — ბრიტანელი მუსიკოსი

1964 : ბულოკი, სანდრა — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

811 : ნიკეფორუს I — ბიზანტიის იმპერატორი

1471 : პავლე II — რომის პაპი

1925 : ფრეგე, გოტლობ — გერმანელი ფილოსოფოსი (დ. 1848)

1931 : ჰამაგუტი ოსატი — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე (დ. 1870)

1941 : უორფი, ბენჯამინ — ამერიკელი ანთროპოლოგი (დ. 1897)

1952 : პერონი, ევიტა — არგენტინელი მსახიობი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პრეზიდენტი ხუან პერონის მეუღლე

2001 : გიორგი სანაია — ქართველი ჟურნალისტი (დ. 1975)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

კუბა - ეროვნული აჯანყების დღე

იტალია - წმინდა ანას დღე

ლიბერია - დამოუკიდებლობის დღე

მალდივის კუნძულები - დამოუკიდებლობის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა

სტეფანე საბაწმინდელი

იულიანე კენომანიელი

წმინდა სერაპიონი

წმინდა მარკიანე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати