USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
26 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  539

26 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 360-ე დღე (ნაკიან წლებში – 361-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 5 დღე.

 

დღის მოვლენები

ადრეული პერსონალური კომპიუტერის პროტოტიპი

1492: ჩაიძირა ქრისტეფორე კოლუმბის ხომალდი „სანტა მარია“ წყალქვეშა რიფზე დაჯახების გამო.

1606: უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ პრემიერა გაიმართა.

1620: ელიზაბეტ ბატორის მკვლელობები გახდა ცნობილი.

1620: პილიგრიმი მამები გადმოსხდნენ შემდგომში წოდებულ ახალ პლიმუთთან მასაჩუსეტსში.

1776: ამერიკის რევოლუციური ომი - ბრიტანელები დამარდხდნენ ტრენტონის ბრძოლაში.

1790: საფრანგეთის რევოლუცია - ლუი XVI ეკლესიის სამოქალაქო მოწყობაზე თანხმდება, უქვემდებარებს რა კათოლიკურ ეკლესიას საფრანგეთის მთავრობას.

1792: ლუი XVI-ის ბოლო სასამართლო დაიწყო პარიზში.

1793: გიზბერგის ბრძოლაში ფრანგები ავსტრიელებს ამარცხებენ.

1793: პრუსიის პრინცი ფრიდრიხ ლუდვიგი და მეკლენბურგ-შტრელიცის ფრედერიკა ჯვარს იწერენ.

1805: ავსტრია და საფრანგეთი ხელს აწერენ პრესბურგის ზავს.

1825: სანქტ-პეტერბურგის სენატის მოედანზე დეკაბრისტთა აჯანყების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

1825: ერის არხი გაიხსნა.

1862: აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩამოხრჩობის აქცია ჩატარდა მანკატოში, მინესოტა. მოკლულ იქნა 39 მსჯავრდებული.

1870: 12,8 კმ სიგრძის ფრეიუსის რკინიგზის გვირაბი გაიხსნა ალპებში.

1898: ფიზიკოსებმა მარი და პიერ კიურიმ რადიუმი აღმოაჩინეს.

1906: მსოფლიოში პირველი მხატვრული ფილმი „კელი გენგის ისტორია“ გამოვიდა.

1908: მოკრივე ჯეკ ჯონსონი მსოფლიოში პირველი შავკანიანი მძიმე წონის ჩემპიონი ხდება სიდნეიში კანადელი ტომი ბერნსის დამარცხებით.

1925: ინდოეთის კომუნისტური პარტია დაარსდა.

1925: თურქეთი გრეგორიანულ კალენდარზე გადავიდა.

1933: საავტომობილო კომპანია ნისანი ჩამოყალიბდა ტოკიოში, იაპონია.

1933: FM რადიო დაპატენტდა.

1944: მეორე მსოფლიო ომი - აშშ-ის ჯარებმა გერმენელები უკუაქციეს ბასტონთან.

1947: ოცდაექვსი დიუმი თოვლი მოვიდა 16 საათში ქალაქ ნიუ-იორკში.

1966: პირველი კვანზაა აღნიშნეს კალიფონიის შტატის უნივერსიტეტში, ლონგ-ბიჩი.

1973: სოიუზ-13 დაბრუნდა დედამიწაზე ერთკვირიანი ორბიტის შემდეგ.

1974: სალუტ-4-ის გაფრენა განხორციელდა.

1975: ტუ-144 იწყებს სამგზავრო ფრენებს საბჭოთა კავშირში.

1976: ნეპალის კომუნისტური პარტია დაარსდა.

1979: საბჭოთა ჯარები ქაბულში პრეზიდენტის სასახლეს იღებენ.

1980: აეროფლოტმა მომსახურეობაში გაუშვა ილ-86.

1982: ტაიმის წლის ადამიანად პერსონალური კომპიუტერი (სურათზე) გამოცხადდა.

1991: უზენაესი საბჭოს სხდომაზე ფორმალურად დაიშალა საბჭოთა კავშირი.

2003: 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრამ ირანის ქალაქი ბამი გაანადგურა. ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.

2004: რიხტერით 9,3 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი დაატყდა თავს ინდოეთის ოკეანის სანაპირო ქვეყნებს და 300.000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

2006: რუსეთმა ამიერკავკასიის სამხედრო შტაბ-ბინიდან სამხედრო პერსონალის გაყვანა დაასრულა.

2007: „იმედი“ დროებით მაუწყებლობას წყვეტს ტელეკომპანიის მფლობელის და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

2009: უჰან-გუანჯოუს სწრაფი რკინიგზა, მსოფლიოს უსწრაფესი კომერციული სარკინიგზო მომსახურება, გაიხსნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

2017 : ყოფილი ლიბერიელი ფეხბურთელი ჯორჯ ვეა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1194: ფრედერიკ II — საღვთო რომის იმპერატორი

1763: ჟაკ ფრანსუა გამბა — ფრანგი მოგზაური და ვაჭარი.

1893: მაო ძედუნი — ჩინეთის კომუნისტი ლიდერი

1910: მიხეილ სამსონის ძე გიგინეიშვილი — ქართველი მეან-გინეკოლოგი.

1936 : სოსო ლაღიძე — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.

1949: მიხეილ ბოიარსკი — რუსი მსახიობი

1953: ტოომას ჰენდრიკ ილვესი — ესტონეთის პრეზიდენტი

1958: შოთა ხაბარელი — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო)

1963: ლარს ულრიხი — დანიური წარმოშობის მუსიკოსი (მეტალიკა)

1971: ჯარედ ლეტო - ამერიკელი მსახიობი, მუსიკოსი (30 Seconds to Mars)

ამ დღეს გარდაცვლილნი

268 : დიონისიუსი — რომის პაპი

418 : ზოსიმუსი — რომის პაპი

1530 : ბაბური — მოგულთა იმპერატორი

1890 : ჰაინრიხ შლიმანი — გერმანელი არქეოლოგი

1896 : გაბრიელი (ქიქოძე) — იმერეთის ეპისკოპოსი

1972 : ჰარი ტრუმენი — აშშ პრეზიდენტი

1986 : თამარ ღვალაძე — ქართველი მკვლევარი-ბიბლიოგრაფი და პედაგოგი

1991 : რევაზ ინანიშვილი — ქართველი მწერალი

1992 : ლევ ბაიახჩევი — ფერმწერი

1999 : შანკარ დაიალ შარმა — ინდოეთის პრეზიდენტი

2021 : დეზმონდ ტუტუ — სამხრეთ აფრიკელი სასულიერო მოღვაწე და აქტივისტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

გაბრიელ ქიქოძე

წმინდა ევსტრატი, წმინდა ავქსენტი, წმინდა ევგენი, წმინდა მარდარი და წმინდა ორესტი

წმინდა ლუკია

ღირსი არსენი

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის