USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
26 აპრილს ექსპოჯორჯიაში სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიება გაიხსნება!
თარიღი:  1083

26-28 აპრილს ექსპოჯორჯიაში სამშენებლო მასალების (Caucasus Build) და უძრავი ქონების გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი იხსნება.

220-მდე კომპანია, აქედან 40 სხვადასხვა ქვეყნის მასალების მწარმოებელი ძალიან მრავალფეროვანი პროდუქციით და სპეციალური შეთავაზებებით დაგხვდებათ ადგილზე.

45 დეველოპერული კომპანია და 10 საბროკერო კომპანია უპრეცედენტო ფასდაკლებებს, გათამაშებებს და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს დამთვალიერებელს სამი დღის განმავლობაში.

პროექტის ფარგლებში 40 საერთაშორისო საბროკერო კომპანია და ინვესტორი ეწვია საქართველოს რომლებიც ორი დღის განმავლობაში ბ2ბ შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივ კომპანიებთან.

მნიშვნელოვანი სტუმრები არიან კონფერენციის ნაწილშიც ჩამოსული, სხვადასხვა ქვეყნის ( გერმანია, ჩინეთი დუბაი) საგამოფენო ცენტრის დირექტორები,

ლატვიის Citadele Bank-ის სტრატეგიული პარტნიორობის (უძრავი ქონების სამმართველო) ხელმძღვანელი,მერთერთი ყველაზე მსხვილი პოლონური სამშენებლო კომპანია - MIRBUD S.A მფლობელი და დირექტორი, Silicon Valley Proptech Association -ის დამფუძნებელი / პრეზიდენტი

(FIABCI) Proptech-ის მსოფლიო საბჭო, პრეზიდენტი და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრები არის დაგეგმილი ხარისხის ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და დონორ ორგანიზაცოებთან: GIZ, PTB CzDA.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დირექტორი , სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი - ერთიანი აკრედიტაციის ორგანოს- აღმასრულებელი დირექტორი ისაუბრებენ მიმდინარე პროცესებზე და გეგმებზე.

გამოფენა და კონფერენცია ხვალ 10:30 საათიდან გაიხსნება, დასწრება თავისუფალია!

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის