USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
Тбилиси
26 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1309

26 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე–116 დღე (ნაკიან წლებში - 117–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 249 დღე.

 

დღის მოვლენები

  • 1933 : დაარსდა გესტაპო, ნაცისტური გერმანიის საიდუმლო პოლიცია.
  • 1937 : ესპანეთის სამოქალაქო ომი: გერნიკა, დაიბომბა გერმანიის ლუფტვაფეს მიერ.
  • 1962 : ნასას კოსმოსური ხომალდი რეინჯერ 4 მთვარეზე ვარდება.
  • 1964 : ტანზანიკის და ზანზიბარის შეერთებით ყალიბდება ტანზანია.
  • 1986 : უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურზე მომხდარი აფეთქებით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ატომური კატასტროფა მოხდა.
  • 1991 : სამოცდაათი ტორნადო დაფიქსირდა აშშ-ს ცენტრალურ შტატებში.
  • 2005 : საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, სირიას თავისი ბოლო 14,000-იანი გარნიზონი გაყავს ლიბანიდან, რითაც მისი 29 წლიანი სამხედრო დომინირება მთავრდება ამ ქვეყანაში.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 121 : მარკუს ავრელიუსი — რომის იმპერატორი
  • 1798: ეჟენ დელაკრუა — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (გ. 1863)
  • 1900: ჩარლზ ფრენსის რიხტერი – ამერიკელი ფიზიკოსი და სეისმოლოგი, რიხტერის სკალის ავტორი.
  • 1814 : ყიფიანი, დიმიტრი — ქართველი საზოგადო მოღვაწე
  • 1897 : ბაბილუა, ვლადიმერ — ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1731 : დეფო, დანიელ — ინგლისელი მწერალი
  • 1830 : ჯორჯ IV — დიდი ბრიტანეთის მეფე
  • 1938 : ჰუსერლი, ედმუნდ — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი
  • 2005 : ელისაბედ დომიტიენი — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (დ. 1925)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • არტემონ ლაოდიკიელი
    • მოწამე კრისკენტი
    • თომაიდა ეგვიპტელი

 

  • აგრეთვე:
    • ტანზანია : დამოუკიდებლობის დღე (1964)
мир
ჯეი დი ვენსი ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა 24.hu პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დემონსტრაციამდე ორბანი და ჯეი დი ვენსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати