USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  331

მთვარის მე19-20  დღე. შესანიშნავი დღეა კომუნიკაციისთვის. სერიოზული საქმეები დილით უნდა დაიგეგმოს. სწორედ ამ დროს ადვილი ხდება კონცენტრირება, რაიმე მნიშვნელოვანზე გადაწყვეტილების მიღება. როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება, კამათის მიზეზი არ არსებობს.

შუადღე არ იქნება ისეთი სასიამოვნო. გაგიჩნდებათ რუტინისგან თავის დაღწევის სურვილი. კარგია გრძელვადიანი გეგმების შედგენა, ინტუიცია გამძაფრდება.

ვერძი - უმჯობესი იქნება, თუ ცოტა ხნით საპასუხისმგებლო საქმეებს სხვებს გადააბარებთ. ნუ აქცევთ ადამიანის რეგალიებსა და ტიტულებს ბევრ ყურადღებას.

კურო - არ ჩაერიოთ არავის კონფლიქტში და უფრო მეტიც, არ დაიჭიროთ არც ერთი მხარის პოზიცია. არ შეულახოთ ახლობლებს თავმოყვარეობა.

ტყუპი - ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებს, ახლობლების საქმეების მოგვარებას და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. არავის არაფერი ურჩიოთ, ვინ აქცევს ყურადღებას სხვის რჩევებს?..

კირჩხიბი - გარშემო მყოფებისგან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. შეიძლება იმ გასაღებს მიაგნოთ, რაც საიდუმლოებების ამოხსნაში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ ერუდირებულ ადამიანებს.

ლომი - კარგი დღეა სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა გელით. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ.

ქალწული - გარშემო მყოფებს ვარდისფერი სათვალით უყურებთ და შეიძლება მათ ისე მოგატყუონ, რომ ვერც მიხვდეთ. გათავისუფლდით ილუზიებისგან.

სასწორი - გარშემო მყოფები საჩუქრებითა და სიურპრიზებით,ხოლო ახლობლები მზრუნველობით გაგანებივრებენ და დატკბით ბედნიერებით.


მორიელი - არ ჩაერიოთ ჩხუბში. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებსა და ხმებს. დააკვირდით, გარშემო მყოფების საქციელს და გაიგებთ მათ რეალურ ინტერესებს.

მშვილდოსანი - საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. შეიძლება საჩუქრებიც მიიღოთ ან გამოცდილება. ზოგიერთს ახალი სპონსორი გამოუჩნდება და თავისი იდეების განხორცილებას შეძლებს.

თხის რქა - დაფიქრდით, შეიძლება ზედმეტმა ორგანიზებულობამ კარგი შედეგი არ მოგიტანოთ და გარშემო მყოფებთან უსიამოვნებას გადაგყაროთ. დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი.

მერწყული - ნუ დასვამთ ისეთ კითხვებს, რომ პასუხებმა გული გატკინოთ. იყავით მეტად ორიენტირებული ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი სპორტდარბაზში ჩაეწერება.

თევზები - შეიძლება სწორედ დღეს განახორციელოთ ის იდეა/გეგმა, რომელიც წლების წინ გაგიჩნდათ. იყავით ზომიერად ამბიციური. აკეთეთ ის საქმე, რაც კეთილდღეობას მოგიტანთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way