USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
25 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  761

25 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 145-ე დღე (ნაკიან წლებში - 146-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 220 დღე.

დღის მოვლენები

  • 1085 : კასტილიის მეფე ალფონსო VI-მ ტოლედო „მავრებისგან“ (მუსულმანებისგან) გაათავისუფლა.
  • 1781 : ფილადელფიაში დაარსდა ჩრდილოეთ ამერიკის ბანკი
  • 1787 : ამერიკის კონსტიტუციის შექმნის მიზნით, ფილადელფიაში, ჯორჯ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით შეიკრიბა საკონსტიტუციო კონვენტი.  
  • 1810 : სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა სახელმწიფო რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები.
  • 1869 : გაიხსნა ვენის ოპერის თეატრის შენობა
  • 1882 : დაარსდა კანადის სამეფო სამეცნიერო საზოგადოება
  • 1895 : მწერალი, პოეტი და დრამატურგი ოსკარ უაილდი ორი წლით საპყრობილეში ჩასვეს მამათმავლობის გამო.
  • 1901 : დაარსდა არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი „რივერ პლეიტ“-ი
  • 1938 : ესპანეთის სამოქალაქო ომი: ალიკანტეს დაბომბვამ 313 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1946 : იორდანიამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1953 : აშშ ნევადის საცდელ ბაზაზე პირველ და ერთადერთ ბირთვულ არტილერიულ გამოცდას ატარებს.
  • 1963 : ადის-აბებაში, ეთიოპია, აფრიკული ქვეყნების პირველ კონფერენციაზე შეიქმნა აფრიკის ერთობის ორგანიზაცია (აეო) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ეს დღე აფრიკის განთავისუფლების დღედ გამოცხადდა.
  • 1977 : კინოეკრანებზე გამოვიდა „ვარსკვლავური ომების“ პირველი ფილმი (ეპიზოდი ოთხი) რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე  დიდი შემოსავლის მქონე ფილმად კინოს ისტორიაში.
  • 1981  : სპარსეთის ყურის 6 ქვეყანამ ხელი მოაწერა აბუ-დაბის ქარტიას ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს შექმნის მიზნით.
  • 1985 : ტროპიკულმა ციკლონმა ბანგლადეშში 10.000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1989 : სომხეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის სუვერენიტეტი.
  • 1989 : მოსკოვში დაიწყო სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა. მ. გორბაჩოვი არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
  • 2000 : ისრაელმა დაასრულა ლიბანის 22-წლიანი ოკუპაცია.
  • 2001 : მუხროვანის ბრიგადის ტერიტორია უნებართვოდ დაიკავა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა ბატალიონმა. მეამბოხეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
  • 2003 : ნესტორ კირხნერი არგენტინის პრეზიდენტი გახდა კარლოს მენემის დამარცხებით.
  • 2009 :
    • ჩრდილოეთ კორეამ, ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდა მოაწყო.
    • ციკლონმა აილამ ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე 212 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 2013 : მიუნხენის „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი მეხუთედ მოიპოვა.
  • 2014 :
    • დალია გრიბაუსკაიტე მეორე ვადით გახდა ლიტვის პრეზიდენტი.
    • პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1892 : ბროზ ტიტო, იოსიპ — იუგოსლავიის პრეზიდენტი 1953-80 წლებში.
  • 1931 : გრეჩკო, გეორგი — რუსი მფრინავი-კოსმონავტი.
  • 1948 : კლაუს მაინე — გერმანელი ვოკალისტი და კომპოზიტორი, როკ ჯგუფ სკორპიონსის წევრი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1819 : დავით ბატონიშვილი — ქართველი მწერალი და მეცნიერი.
  • 1944 : ლორთქიფანიძე, ნიკო — ქართველი მწერალი.
  • 1978 : ტოლსდორფი, თეოდორ — ვერმახტის გენერალ-ლეიტენანტი.

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

  • გაერო : აფრიკის განთავისუფლების დღე.
  • სარა კალის ნათლობა, კათოლიკე ბოშების დღესასწაული
  • პირსახოცისსაერთაშორისო დღე

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • უკრაინა, კიევის დღე
  • თურქმენეთი, აშხაბადის დღე
  • რუსეთი, ფილოლოგის დღე
  • დიდი ბრიტანეთი, გაზაფხულის დასასრული
  • არგენტინა, მაისის რევოლუციის დღე.
  • იორდანია, განთავისუფლების დღე(დამოუკიდებლობის დღე)
  • სუდანი, რევოლუციის დღე.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა ეპიფანე
    • გერმანე I
    • საბიანე კვიპრელი
    • პოლუბიოს რიონოკიელი
    • წმინდა გერმოგენი
    • პანკრატი ფრიგიელი
  • აფრიკის დღე
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way