USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
25 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  664

25 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 206-ე დღე (ნაკიან წლებში – 207-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 159 დღე.

დღის მოვლენები

  • 306 : კონსტანტინე I-ს მისი მეომრები რომის იმპერატორად აცხადებენ.
  • 1261 : ნიკეის ჯარი მიქაელ VIII პალეოლოგოსის მეთაურობით იბრუნებს ქალაქ კონსტანტინოპოლს, რითაც აღდგენილ იქნა ბიზანტიის იმპერია. ბიზანტიელები ასევე წარმატებით იღებენ სალონიკსა და დანარჩენ ლათინურ იმპერიას.
  • 1547 : ჰენრი II კურთხუეულ იქნა საფრანგეთის მეფედ.
  • 1567 : დონ დიეგო დე ლოსადა აფუძნებს ქალაქ სანტიაგო დე ლეონ დე კარაკასს, ამჟამად თანამედროვე ვენესუელის დედაქალაქი.
  • 1593 : ჰენრი IV კათოლიკობას უარყოფს და პროტესტანტი ხდება.
  • 1799 : აბუქირთან ეგვიპტეში ნაპოლეონ I ამარცხებს მუსტაფა ფაშას ოსმალეთის 10.000-იან ჯარს.
  • 1812 : ვენესუელის პირველი რესპუბლიკა აცხადებს კაპიტულაციას და როიალისტები იბრუნებენ ქვეყნის მმარველობას.
  • 1814 : ინგლისელმა გამომგონებელმა ჯორჯ სტივენსონმა ორთქმავალის პირველი გამოცდა ჩაატარა.
  • 1853 : ხოაკინ მურიეტა, განთქმული კალიფორნიელი ბანდიტი, ცნობილი როგორც „ელ-დორადოს რობინ ჰუდი“ მოკლეს.
  • 1868 : უაიომინგი აშშ-ის ტერიტორია ხდება.
  • 1894 : პირველი სინო-იაპონური ომი იწყება იაპონელთა მიერ ჩინურ სამხედრო ხომალდზე ცეცხლის გახსნით.
  • 1897 : ჯეკ ლონდონი უერთდება კლონდაიკის ოქროს ცხელებას, სადაც ის თავის პირველ წარმატებულ ნაწარმოებებს წერს.
  • 1898 : კორეა იაპონიის პროტექტორატი ხდება.
  • 1909 : ლუი ბლერიომ მისივე კონსტრუქციით შექმნილი თვითმფრინავით ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინა.
  • 1919 : საქართველოში შეიქმნა სტატისტიკის პირველი ეროვნული სამსახური (საქართველოს სტატისტიკის დღე 2002 წლიდან)
  • 1920 : ტელეკომუნიკაციის ერა: პირველი ტრანსატლანტიკური ორმხრივი რადიო გადაცემა განხორციელდა.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი - ბენიტო მუსოლინი გადაყენებულ იქნა მმართველობიდან.
  • 1946 : პირველი წყალქვეშა ბირთვული გამოცდა განხორციელდა - წყნარ ოკეანეში ბიკინი ატოლთან აშშ-მა ჩაძირა ჩამოწერილი სამხედრო ხომალდი ”სარატოგა”.
  • 1957 : ტუნისში მონარქია გაუქმდა.
  • 1965 : ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე ბობ დილანი პირველად გამოვიდა სცენაზე ელექტრო გიტარით. თუმცა მსმენელებმა მისი ექსპერიმენტი სათანადოდ ვერ დააფასეს და სტვენით გააძევეს.
  • 1978 : პირველი საცდელი სინჯარის ბავშვი, ლუიზ ბრაუნი, დაიბადა.
  • 1984 : სალიუტ 7 ხემალდის კოსმონავტი სვეტლანა სავიცკაია ხდება პირველი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გადის.
  • 1992 : საქართველოს სახელმწიფო საბჭო გაუქმებულად აცხადებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს 1992 წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებას 1978 წ. კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925 წ. კონსტიტუციის აღდგენის შესახებ.
  • 1992 : ბარსელონაში გაიხსნა 25-ე ოლიმპიური თამაშები.
  • 1993 : შვიდდღიანი ომი იწყება ისრაელსა და ლიბანს შორის.
  • 1994 : ისრაელი და იორდანია ხელს აწერენ ვაშინგტონის დეკლარაციას, რითაც ფორმალურად სრულდება 1948 წლიდან მოყოლებული საომარი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის.
  • 1997 : კ. რ. ნარაიანანი ინდოეთის მე-10 პრეზიდენტი ხდება—პირველი დალიტი (ე.წ. „ხელშეუხებელი“) ამ პოსტზე.
  • 1999 : ლენს არმსტრონგი პირველად იმარჯვებს ტურ დე ფრანსში.
  • 2000 : ეარ ფრანსის რეისი 4590, კონკორდის ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი F-BTSC კატასტროფას განიცდის პარიზიდან აფრენისას რამდენიმე წამში. დაიღუპა 109 მგზავრი და 4 აიერპორტის თანამშრომელი.
  • 2004 : ლენს არმსტრონგი ისტორიაში შედის ტურ დე ფრანსში ზედიზედ ექვსჯერ გამარჯვებით.
  • 2009 :
    • ესპანელი ველომრბოლელი ალბერტო კონტადორი 2009 წლის ტურ დე ფრანსის გამარჯვებული გახდა.
    • კანარის დიდი ტელესკოპი, მსოფლიოს უდიდესი ოპტიკური ტელესკოპი, საზეიმოდ გახსნა ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა.
  • 2010 :
    • 18 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა სიყვარულის აღლუმზე დუისბურგში, გერმანია.
    • ესპანელი ველომრბოლელი ალბერტო კონტადორი ტურ დე ფრანსის 2010 წლის შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.
  • 2012 : 42 ადამიანი დაიღუპა მთიან ბადახშანში, აჯანყებულებსა და ტაჯიკეთის სამთავრობო ჯარებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს.
  • 2014 : ქართველი სპორტსმენი და მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • 2017 : რამ ნათხ კოვინდი ინდოეთის მე-14 პრეზიდენტი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1109 : ალფონსუ I — პორტუგალიის მეფე
  • 1854 : კეზელი, დავით — მწერალი (გ.1907)
  • 1894 : პრინციპი, გავრილო — სერბი ტერორისტი. მისმა თავდასხმამ ფრანც ფერდინანდზე პირველი მსოფლიო ომი გამოიწვია
  • 1905 : კანეტი, ელიას — ავსტრიელი მწერალი (გ.1994)
  • 1920 : ფრანკლინი, როზალინდ — ბრიტანელი ქიმიკოსი (გ.1958)
  • 1929 : ინოლა გურგულია — ქართველი კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1492 : ინოკენტი VIII — რომის პაპი
  • 1934 : დოლფუსი, ენგელბერტ — ავსტრიის პოლიტიკური მოღვაწე (დ.1892)
  • 1980 : ვისოცკი, ვლადიმირ— რუსი პოეტი (დ.1938)
  • 2014 : ჯუმბერ ლეჟავა — ქართველი სპორტსმენი, მოგზაური და რეკორდსმენი (დ. 1939)
  • 2019 : ბეჯი კაიდ ეს-სებსი — ტუნისის პრეზიდენტი (დ. 1926)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • დანია - ისტედის ბრძოლის დღე
  • ესპანეთი - გალისიის დღე.
  • კოსტა-რიკა - გუნაკასტეს დღე.
  • ტუნისი - რესპუბლიკის დღე.
  • პუერტო-რიკო - კონსტიტუციის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე ჩორდვანელი და გაბრიელ ქართველი
    • პროკლე და ილარიო
    • მიქაელ მალეინი
    • წმინდა გოლინდუხა
    • წმინდა ვერონიკა
  • აგრეთვე:
    • პუერტო რიკო : რევოლუციის დღე
    • ტუნისი : რესპუბლიკის დღე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის