USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
25 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

25 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 25-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 340 დღე (ნაკიან წელში - 341).

დღის მოვლენები

41 : მთელი ღამის მოლაპარაკებების შემდეგ რომის სენატი ამტკიცებს კლავდიუსს რომის იმპერატორად.

1327 : ედუარდ III ინგლისის მეფე ხდება.

1494 : ალფონსო II ნეაპოლის მეფე ხდება.

1554 : დაარსდა ქალაქი სან-პაულუ (ბრაზილია).

1579 : უტრეხტის ხელშეკრულება დაიდო, დასაბამი მისცა რა ჰოლანდიის რესპუბლიკას.

1755 : მოსკოვის უნივერსიტეტი დაარსდა.

1879 : ბულგარეთის ეროვნული ბანკი დაარსდა.

1914 : საქართველო — მცირე ცთომილი N 781 აღმოაჩინა გ. ნეუიმინმა. მანვე უწოდა სახელი საქართველოს პატივსაცემად.

1918 : რუსეთი საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადდა.

1919 : ერთა ლიგა დაარსდა.

1924 : პირველი ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა შამონიში, საფრანგეთი (ალპები).

1942 : ტაილანდი ომს უცხადებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს.

1949 : ისრაელის პირველი არჩევნები — დავიდ ბენ-გურიონი ხდება ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

1955 : რუსეთი ოფიციალურად წყვეტს საომარ მდგომარეობას გერმანიასთან.

1999 : 6.0 ბალიანი (რიხტერის სკალა) მიწისძვრა დასავლეთ კოლუმბიაში (იმსხვერპლა დაახლ. 1000 ადამიანი).

ამ დღეს დაბადებულნი

750 : ლეონ IV ხაზარი — ბიზანტიის იმპერატორი (775–780)

1217 ან 1216  : ზაბელი — კილიკიის სომეხთა სამეფოს დედოფალი (1219–1252). (გ. 1252)

1425 : ენრიკე IV — კასტილიისა და ლეონის სამეფოს უკანასკნელი მეფე (1454–1474)

1627 : რობერტ ბოილი — ანგლო-ირლანდიელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

1688 : იურაი იანოშიკი — ლეგენდარული სლოვაკი ყაჩაღი

1743 : ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობი — გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი.

1759 : რობერტ ბერნსი — შოტლანდიელი პოეტი.

1784 : მიხეილ ბარათაშვილი — ქართველი ისტორიკოსი

1851 : არნე გარბორგი — ნორვეგიელი მწერალი.

1855 : ედუარდ მეიერი — გერმანელი ისტორიკოსი, ეგვიპტოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე.

1860 : ჩარლზ კერტისი — ამერიკელი პოლიტიკოსი

1874 : სომერსეტ მოემი — ინგლისელი მწერალი.

1882 : ვირჯინია ვულფი — ინგლისელი მწერალი

1886 : უილი სმითი — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი

1887 : უილი ლეო — გერმანელი პოლიტიკოსი

1888 : ივანე ვეფხვაძე — ქართველი ფერმწერი

1892 : გიორგი ელიავა — ქართველი მეცნიერი

1894 : მიხეილ ჭიაურელი — ქართველი კინორეჟისორი.

1896 : გრიგოლ ვენაძე — ქართველი მომღერალი

1900 : მიხა ხელაშვილი — ქართველი სახალხო პოეტი

1901 : მილდრედ დანოკი — ამერიკელი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი.

1902 : ნაკანო სიგეჰარუ — იაპონელი მწერალი.

1903 : ფუმიკო კანეკო — იაპონელი ანარქისტი

1914 : გული მოსიაშვილი — ქართველი მიკრობიოლოგი

1917 : ჟანიუ კუადროსი — ბრაზილიელი პოლიტიკური მოღვაწე.

1918 : პატრისიო ეილვინი — ჩილეს პრეზიდენტი (1990–1994)

1924 : ლევან ბოლქვაძე ― ქართველი მწერალი, ფილოლოგი, მთარგმნელი

1927 : ანტონიო კარლოს ჟობიმი — ბრაზილიერლი კომპოზიტორი

1928 : ედუარდ შევარდნაძე — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

1929 : შოთა ადამია — ქართველი გეოლოგი და პედაგოგი.

1933 : კორასონ აკინო — ფილიპინებისა და აზიის პირველი ქალი პრეზიდენტი (1986 —1992)

1937 : ანჟ ფელიქს პატასე — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი (1993–2003)

1938 : ვლადიმერ ვისოცკი — რუსი მუსიკოსი, მსახიობი, პოეტი

1942 : ეუსებიო — პორტუგალიელი ფეხბურთელი

1944 : ბერნარდ ჩუმი — შვეიცარიელი არქიტექტორი.

1948 : ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი — არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი

1954 : რიკარდო ბოჩინი — არგენტინელი ფეხბურთელი.

1980 : შავი ერნანდესი — ესპანელი ფეხბურთელი.

1981 : ალიშა კისი — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ და სოულ მომღერალი

1984 : რობინიო — ბრაზილიელი ფეხბურთელი

1985 : კიმ ჩებომი — სამხრეთკორეელი ძიუდოისტი.

1985 : ტინა კაროლი — უკრაინელი მომღერალი

1995 : რამარიკ ეტოუ — კონგოელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1947 : კაპონე, ალ — იტალიელი მაფიოზი

1972 : მილხი, ერჰარდ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე

1990 : გარდნერი, ავა — ამერიკელი მსახიობი

2005: ჯოხაძე, დავით — ქართველი ბიოლოგი

2015: დემის რუსოსი — ბერძენი მომღერალი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი

წმინდა საბა

მერტი მხედარი

პეტრე აბესალომელი

ევპრაქსია ტაბენისელი

მარტინიანე ბელოზერელი და გალაქტიონ ბელოზერელი

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати