USD 2.8784
EUR 2.9941
RUB 2.9173
თბილისი
25 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
 159

25 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 359-ე დღე (ნაკიან წლებში – 360-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 6 დღე.

დღის მოვლენები

  • 800 : შარლემანის კორონაცია საღვთო რომის იპმერატორად, რომი.
  • 1000 : წმინდა სტეფენის კორონაცია ესცტერგომში, გახდა რა უნგრეთის ნაციის დაფუძნების დღე.
  • 1066 : კორონაცია უილიამ დამპყრობლისა ინგლისის მეფედ, უესტმინსტერის სააბატოში, ლონდონი.
  • 1599 : ქალაქი ნატალი, ბრაზილია, დაფუძნდა.
  • 1868 : აშშ-ს პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი უპირობო ამნისტიას უცხადებს სამოქალაქო ომის ყველა კონფედერატ ჯარისკაცს.
  • 1868 : ეზოს რესპუბლიკა დაფუძნდა ჰოკაიდოში შოგუნ განდგომილთა მიერ.
  • 1926 : ჰიროჰიტო ხდება იაპონიის იმპერატორი, ტაიშოს შემდეგ.
  • 1932 : 7.6 ბალიანი მიწისძვრა ხდება განსუში, რომელმაც ~70.000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1977 : მუნჯი ფილმის ვარსკვლავი, ჩარლი ჩაპლინი, ადრე დილას გარდაიცვალა საკუთარ სახლში შვეიცარიაში.
  • 1989 : ნიკოლაე ჩაუშესკუ, რუმინეთის ყოფილი დიქტატორი, და მისი მეუღლე, ელენა, სიკვდილით დასჯილ იქნენ მრავალ ბრალდებათა გამო.
  • 1991 : მიხაილ გორბაჩოვი გადადგა სსრკ-ს პრეზიდენტის პოსტიდან, კავშირი იშლება მომდევნო დღეს.
  • 2002 : ნიუ-დელის მეტრო გაიხსნა.
  • 2007 : ნეპალის მთავრობა ქვეყნის 240-წლიანი მონარქიის გაუქმებას თანხმდება.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1250 : იოანე IV ლასკარისი — ბიზანტიის იმპერატორი
  • 1876 : მუჰამედ ალი ჯინაჰი — პაკისტანის დამაარსებელი
  • 1910 : ანდრონიკაშვილი, ელეფთერ — ქართველი ფიზიკოსი
  • 1918 : სადატი, ანვარ — ეგვიპტის პრეზიდენტი
  • 1924 : ატალ ბიჰარი ვაჯპაიეე — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
  • 1925 : კასტანიედა, ხუან კარლოს — ამერიკელი მწერალი, მისტიკოსი
  • 1927 : რამ ნარაიანი — ინდოელი მუსიკოსი
  • 1949 : ნავაზ შარიფი — პაკისტანის პრემიერ-მინისტრი

ამ დღეს გარდაცვლილნი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 795 : ადრიანე I — რომის პაპი
  • 1761 : ელისაბედ პეტრეს ასული — რუსეთის იმპერატორი
  • 1781 : ბაგრატიონი, იოთამ — რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი
  • 1938 : ჩაპეკი, კარელ — ჩეხი მწერალი
  • 1958 : არჯევნიშვილი, მარიამ — ქართველი მომღერალი
  • 1972 : ალექსი-მესხიშვილი, ბარბარე — ქართველი მსახიობი
  • 1977 : ჩაპლინი, ჩარლი — მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი
  • 1994 : ზალი სინგჰი — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
  • 2016 : ჯორჯ მაიკლი - ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე ზედაზნელი (IX)
    • სპირიდონ ტრიმიფუნტელი
    • ალექსანდრე
    • წმინდა სინეზი
  • ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც იყენებენ გრიგორიანულ კალენდარს, აღნიშნავენ ქრისტეს შობის დღესასწაულს.
ბიზნესი
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.