USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
24 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  716

24 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 328-ე დღე (ნაკიან წლებში – 329-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 37 დღე.

დღის მოვლენები

1642 : აბელ ტასმანმა კუნძული ტასმანია აღმოაჩინა.

1859 : ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა „სახეობათა წარმოშობა“.

1944 : მეორე მსოფლიო ომი : ტოკიოს დაბომბვა - პირველი რეიდი აწარმოა 88 ამერიკულმა ავიაბომბდამშენმა იაპონიის დედაქალაქზე.

1951 : ბროდვეიზე დაიდგა „გიგი“, რომელშიც აქამდე ნალკებად ცნობილი ოდრი ჰეპბერნი ასრულებდა მთავარ როლს.

1956 : სკკპ-ის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით აღდგა ყალმუხების, ყარაჩაელების, ბალყარების, ჩეჩნებისა და ინგუშების ეროვნული ავტონომიები.

1965 : ჯოსეფ დესირე მობუტუ კონგოში უსისხლო სამხედრო გადატრიალებას აწყობს და პრეზიდენტი ხდება მომდევნო 30 წლის განმავლობაში, 1997 წლის ხელახალ ამბოხებამდე.

1969 : აშშ და სსრკ ხელს აწერენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტს.

1971 : ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ვაშინგტონის შტატზე, თვითმფრინავის გამტაცებელი დენ კუპერი ნორზვესტ ორიენტ ეარლაინის თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტება $200.000 გამოსასყიდი თანხით - ფულის და გამტაცებლის აღმოჩენა ვერასდროს მოხერხდა.

2008 : ბრაზილიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთის რეგიონის შტატ სანტა კატარინაში წყალდიდობის გამო, რომელმაც 99 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 78 000 უბინაოდ დატოვა.

2009 : 300 000-ზე მეტი ცხოველი დაკლეს გადჰიმაის ფესტივალზე სამხრეთ ნეპალში, მსოფლიოს უდიდეს ცხოველთა მსხვერპლშეწირვაზე.

2013 : ხუან ორლანდო ერნანდესი ჰონდურასის პრეზიდენტად აირჩიეს.

2017 : ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[1]

2021 : შვედეთის რიქსდაგის მიერ პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად არჩეული მაგდალენა ანდერსონი ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო რამდენიმე საათში გადადგა.

ამ დღეს დაბადებულნი

1730 : ალექსანდრე სუვოროვი — რუსი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი

1898 : კონსტანტინე ბაქრაძე — ქართველი ფილოსოფოსი

1916 : რევაზ მარგიანი — ქართველი პოეტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1072 : ბაგრატ IV — საქართველოს მეფე

1577 : ისმაილ II — სეფიანთა დინასტიის მესამე წარმომადგენელი.

1920 : ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ (ლადო) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

1991 : ფრედი მერკური — ბრიტანელი მუსიკოსი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა მინა

ბიქტორი და სტეფანიდა

წმინდა ბიკენტი

თეოდორე სტუდიელი

სტეფანე დეჩანელი

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати