USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
24 მაისი - საომარი ვითარების შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  374
- დონეცკის რაიონის ქალაქი ლიმანისათვისათვის სამკვირიანი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. რუსებმა ჩრდილოეთიდან ქალაქის სიღრმეში შეღწევა მოახერხეს, თუმცა ქალაქის დიდ ნაწილს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, ისევე როგორც არსებულ ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალს. სავარაუდოა, რომ ლიმანის დარჩენილი ნაწილის დაცვა კვლავ აქტიურად გაგრძელდება, მაგრამ თუკი სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა უკრაინელები ორგანიზებულად დაიხევენ უკან სლავიანსკის მიმართულებით და მდინარე სივერსკი დონეცზე გამაგრდებიან. რუსებისათვის ლიმანი არამხოლოდ სლავიანკისაკენ შეტევის პლაცდარმია, არამედ სატრანსპორტო კვანძიც. ამჯერად რუსები უკრაინელთა კონტროლირებად ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ საარტილერიო დანადგარებით.
- სიტუაცია კრიტიკულია დონეცკი-ლუგანსკის რაიონების გასწვრივ. პოპასნაიადან წამოსული რუსული დაჯგუფება ჩრდილოეთისაკენ შეტევას აქტიურად განაგრძობს. მათი მიზანი ქალაქ სივერსკამდე მიღწევა და ლუგანსკის რაიონში დარჩენილი უკრაინული ნაწილების ალყაში მოქცევაა. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ამ მიმართულებით არც დიდია ტყიანი მასივი, არც მასშტაბური ურბანული დასახლებები არ გვხვდება და წყალუხვი მდინარეებიც არაა. რა თქმა უნდა ალყის შექმნა ერთია და მისი შენარჩუნება მეორე, მაგრამ უკრაინელებისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა ლუგანსკში მყოფ გარნიზონს საფრთხე არ შეუქმნას.
- ლუგანსკის რაიონის ქალაქ სევეროდონეცკში რუსები ძალიან დიდი ძალებით ცდილობენ ქალაქის შტურმს. პრაქტიკულად უკრაინაში მყოფი აქტიური რუსული ნაწილების 40% სწორედ ამ ქალაქისა და მისი შემოგარენის აღებაზეა გადართული. რუსების გარდა ბრძოლაში მონაწილეობენ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტებიც. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ახლა რუსული შეტევის ყველაზე აქტიური ფაზაა.
- მოსახლეობის ევაკუაციის ახალი ეტაპი დაიწყო ლისიჩანსკიდანაც. სევეროდონეცკის დაცემის შემთხვევაში შემდეგი სამიზნე სავარაუდოდ სწორედ ლისიჩანსკი იქნება. ქალაქში ომამდე 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამ ეტაპზე ქალაქში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ საევაკუაციო გზები ინტენსიურად იბომბება რუსული არტილერიის მიერ.
- უკრაინელებმა რუსული შეტევის მოსაგერიებლად დონბასში აქტიურად დაიწყეს Switchblade თვითმკვლელი დრონების გამოყენება. სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში უკრაინელები აღნიშნულ დრონებს ითვისებდნენ და უფრთხილდებოდნენ ყველაზე კრიტიკული მომენტებისათვის და რადგან ახლა სწორედ ეს ვითარებაა აღმოსავლეთის ფრონტზე მათი გამოყენებაც ინტენსიურად დაიწყო. თუკი Switchblade-ბმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა საბრძოლო ოპერაციების წარმოებაში მის ახალ რაოდენობას (ისევე როგორც ე.წ. "ფენიქსის მოჩვენებას") აუცილებლად ვიხილავთ უკრაინელთა ხელში.
- უკრაინელებმა გააძლიერეს ხერსონის რაიონში ბაზირებული რუსული სამხედრო ძალის წინააღმდეგ საარტილერიო იერიში. ბოლო დღეებია ამ მიმართულებით რუსები დამატებით ძალებს უყრიან თავს. მათ უკრაინელები პრევენციულ დარტყმას აყენებენ და ნებისმიერ პოტენციურ შეტევას უკრაინელთა პოზიციების მიმართულებით ჩანასახშივე ბლოკავენ. ამჯერადაც რუსების დანაკარგები ჯავშანტექნიკაში საკმაოდ დიდია.
- რუსული 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ უმთავრეს ძალად მონაწილეობდა - დიდწილად განადგურებულია.
- დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათ სამხედრო ნაწილებში ცოცხალი ძალის დეფიციტია. უკრაინელებმა მათი შემადგენლობის დიდი ნაწილი მარიუპოლში, მარიინკაში, ავდიივკასა და ახლა უკვე სევეროდონეცკში თითქმის სრულად სრულად გაანადგურეს. რაც მთავარია რუსები ფიქრობენ, რომ სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებში მალე დაიღუპებიან, რის გამოც მათთვის საჭმელს არ იმეტებენ და საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე მშივრებს უშვებენ.
- აღმოსავლეთის ფრონტზე რუსებს თანამედროვე ტანკების დეფიციტი შეექმნათ. მათ მოძველებული და დაკონსერვებული T62 ტიპის ტანკებს მოუყარეს თავი და ინტენსიურად შეჰყავთ დონბასში.
- დღეს მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაცია მიმდინარეობდა ხარკივის რაიონში, რუსეთის საზღვართან. რუსებმა საზღვარზე მყოფი დასახლება ტერნოვას აღება კიდევ ერთხელ სცადეს და ამჯერადაც წარუმატებლად. მას შემდეგ რაც უკრაინელებმა მისი გათავისუფლება ათი დღის წინ შეძლეს კარგად გამაგრდნენ და რუსულ ნაწილებს ხელახალი წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. თუმცა დღეს უკრაინელებმა არათუ მოიგერიეს რუსების შეტევა არამედ მნიშვნელოვანი რაოდენობით ნაალაფარი ტექნიკაც იგდეს ხელთ.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით დასავლეთიდან იარაღის დიდი დახმარება შემოდის და რუსებს მალე სიურპრიზი ელოდებათ. თუმცა უკრაინელთა დამოკიდებულება გერმანიის მიმართ კვლავ კრიტიკულია, რომლის ხელისუფლებასაც შიდა პოლიტიკური კრიზისიც უმწიფდება - ქრისტიან-დემოკრატები კანცლერს ორმაგ თამაშსა და იარაღის მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებენ.
დღეის მდგომარეობით უკრაინისათვის იარაღის ყველაზე აქტიური მიმწოდებელი დიდი ბრიტანეთი, აშშ, პოლონეთი, ნიდერლანდები, კანადა და ბალტიისპირა სამი სახელმწიფოა.
გიორგი კობერიძე
სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.