USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
дата:  222

მთვარის 14-15 დღე. დილა მსუბუქ ოპტიმისტურ განწყობას შეგიქმნით. მთვარე მშვილდოსანში საღამომდე თავისუფლების კურსს შეინარჩუნებს, დღის განმავლობაში აზარტის  მარაგი შემცირდება, იღბალი უფრო ინერციით იქნება გამოწვეული. შესაძლებელია დაბნეულობა. საქმიანი აქტივობები სჯობს დაგეგმოთ დღის პირველ ნახევარში. საღამოს, მთვარის თხის რქის ნიშანში შესვლა ემოციურ ფონს შეცვლის და წარმატებისთვის ახალ რიტმს შექმნის.

წარმატებისთვის საჭირო იქნება რეალისტური იდეები.

ვერძი

 

შესაძლოა გარემოებებმა დაგაბნიოთ და გაგიჭირდეთ მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. კარგად ჩაუღრმავდით საკითხს, განიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები და მიხვდებით როგორ იმოქმედოთ.

კურო

იყავით მეტად თავდაჭერილი, შესაძლოა დღეს სწორად ვერ გაგიგონ, თუმცა ამაში სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, იქნებ თავად ვერ გადმოეცით გასაგებად თქვენი პოზიცია. მოძებნეთ კომპრომისი.

ტყუპები

თქვენი ოცნება ფრთებს ისხავს, ახლოს ხართ მიზნებთან, შეუპოვარი განწყობა და ენერგიის მოზღვავება ხელს გიწყობათ საწადელის შესრულებაში. გაიღიმეთ და გაავრცელეთ პოზიტიური მუხტი.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, თქვენი აქტიურობა და ენერგიულობა ძალების აღდგენას საჭიროებს, იზრუნეთ კომფორტული გარემოს შექმნაზე და გაიფერადეთ განწყობა.

ლომი

სასიყვარულო თავგადასავლების ხაფანგში გაებმებით, შესაძლოა წარსულ მოგონებებში გადავარდეთ. გააკეთეთ რაციონალური ანალიზი, რა მოგიტანათ ძველმა ურთიერთობებმა, გაითვალისწინეთ გაკვეთილი და მოემზადეთ სიახლეებისთვის.

ქალწული

ელოდეთ მეტად საინტერესო და სასარგებლო ნაცნობობას, მალე პრობლემატური საკითხები ძალიან იოლად მოგვარდება. გაანებივრეთ და შეაქეთ საკუთარი თავი.

სასწორი

შესაძლოა დღეს გავლენიანი ადამიანებისგან მხარდაჭერა მიიღოთ, ელოდეთ ახალ საინტერესო კავშირებს, დღეს თქვენს მიმართ სამყარო კეთილგანწყობილია!

მორიელი

გქონდეთ ახლობლებისა და მეგობრების იმედი, ნუ შეიტანთ ეჭვს მათ გულისხმიერებაში, ისინი გაგებით მოეკიდებიან თქვენს გეგმაბს და მხარს დაგიჭერენ ნებისმიერ საქმიანობაში.

მშვილდოსანი

საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას დიდი ენთუზიაზმით შეხვდებით და შეეცდებით შექმნათ ისეთი ვითარება, რომელსაც გამოიყენებთ თქვენი გეგმებისა და პროგრამების განხორციელებისათვის.

თხის რქა

მოერიდეთ სარკაზმსა და უხეშობას, შეეცადეთ კარგად გაერკვეთ სიტუაციებში და მეტი თავდაჭერილობა გამოიჩინოთ, შესაძლოა არასწორად შეაფასოდ მოვლენები და ხელიდან კარგი შანსები გაუშვათ.

მერწყული

იმისთვის რომ უკეთესი შედეგები მიიღოთ, შეიტანეთ კორექციები თქვენს გეგმებსა და სტრატეგიაში. თამამად დანერგეთ სიახლეები, იმ პროექტებში რომლებიც გაჭიანურდა ან ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ.

თევზები

ზომიერება და ტაქტის შეგრძნება იქნება მთავარი იმისათვის, რომ აირიდოთ უთანხმოებები და გაუგებრობები ირგვლივმყოფებთან. დიპლომატია დაგეხმარებათ ადამიანების გულის მოგებაში და წარმატების მიღწევაშიც. 

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати