USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
24 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  625

24 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 205-ე დღე (ნაკიან წლებში – 206-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 160 დღე.

დღის მოვლენები

  • 1216 : ჩენჩიო საველი გახდა პაპი ჰონორიუს III
  • 1411 : ჰარლოს ბრძოლა — შიტლანდიელებსა და ინგლისელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი შეტაკება.
  • 1701 : ფრანგული კოლონიების მმართველმა ანტუან კადილაკმა დაარსდა ქალაქი დეტროიტი. მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა ცნობილ საავტომობილო ბრენდს „კადილაკი“ რომელიც ამ ქალაქში იწარმოება.
  • 1783 : რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატს.
  • 1847 : პირველმა კოლონისტმა-მორმონებმა დააარსეს დასახლება დიდ მარილიან ტბასთან, მოგვიანებით ის ქალაქი სოლტ-ლეიკ-სიტი გახდა.
  • 1851 : ბრიტანეთში გაუქმდა გადასახადი ფანჯრებზე.
  • 1901 : მწერალი ო ჰენრი გაათავისუფლეს ციხიდან.
  • 1911 : ჰირამ ბინგჰემმა აღმოაჩინა მაჩუ-პიქჩუ — ინკების დაკარგული ქალაქი.
  • 1923 : თურქეთმა, საბერძნეთმა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სხვა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ლოზანის ხელშეკრულებას. დადგენილი იქნა თურქეთისა და საბერძნეთის დღევანდელი საზღვარი.
  • 1935 : თბილისში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.
  • 1937 : თბილისში გაიმართა თბილისის „დინამოს“ პირველი საერთაშორისო შეხვედრა ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.
  • 1938 : იაპონური წარმოშობის ამერიკელმა სატორი კატომ ხსნადი ყავა გამოიგონა.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი — დაიწყო ჰამბურგის მასიური დაბომბვა ინგლისის, საფრანგეთის და აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ. დაიღუპა 30 000 ადამიანი.
  • 1943 : ბენიტო მუსოლინი დაატყვევეს.
  • 1968 : ე.წ. თურქი მესხების დაახლ. 7 000 დელეგატი იწყებს სამდღიან მიტინგს თბილისში, მთავრობის სახლის წინ რეაბილიტაციის მოთხოვნით.
  • 1969 : აპოლო 11 წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში.
  • 1973 : კოსმოდრომ ბაიკონურიდან გაეშვა ხომალდი მარსი 5.
  • 1981 : იტალიაში აიკრძალა ყველა საიდუმლო საზოგადოების და მასონური ლოჟების  მოქმედება.
  • 1987 : აი-ბი-ემ-მა (IBM) გამოუშვა ოპერაციული სისტემა „დოს“-ი  „DOS“ Version 3.3
  • 1989 : თბილისში მრავალათასიანი მიტინგი აპროტესტებს საბჭოთა კავშირის პოლიტიკას და ძალადობას აფხაზეთში.
  • 2005 : ლენს არმსტრონგი ტურ დე ფრანსის ხუთგზის ჩემპიონი ხდება.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1775 : ფრანსუა ვიდოკი — საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის დამაარსებელი
  • 1783 : სიმონ ბოლივარი — სამხრეთამერიკელი განმათავისუფლებელი (გ.1830)
  • 1802 : ალექსანდრ დიუმა — ფრანგი მწერალი
  • 1839 : პერიკლე არგიროპულო — რუსი რევოლუციონერი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1927 : აკუტაგავა რიუნოსკე — იაპონელი მწერალი (დ.1892)
  • 1969 : ვიტოლდ გომბროვიჩი — პოლონელი მწერალი (დ.1904)
  • 2012 : ჯონ ატა მილსი — განის პრეზიდენტი (დ.1944)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • ვანუატუ — ბავშვთა დღე.
  • ეკვადორი — სიმონ ბოლივარის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ხსენება დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის სასწაულისა
    • კინდევს ხუცესი
    • ოლღა მოციქულთასწორი
  • აგრეთვე:
    • ეკვადორი : სიმონ ბოლივარის დღე
    • ვანუატუ : ბავშვთა დღე
    • ვენესუელა : სიმონ ბოლივარის დღე
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати