USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
24 იანვარი: კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი
дата:  670

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 — PCR ტესტით. შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 253 518-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 456 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 242 085-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა.

ინფიცირების 546 ახალი შემთხვევის გეოგრაფიული გადანაწილება შემდეგნაირია:

  • თბილისი — 285 შემთხვევა,
  • აჭარა – 30,
  • იმერეთი – 80,
  • ქვემო ქართლი – 21,
  • შიდა ქართლი – 32,
  • გურია – 14,
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31,
  • კახეთი – 34,
  • მცხეთა-მთიანეთი – 5,
  • სამცხე-ჯავახეთი -14
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати