USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
24 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  432

24 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 358-ე დღე (ნაკიან წლებში – 359-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 7 დღე.

დღის მოვლენები

1715 : შვედეთის ჯარი ნორვეგიას იპყრობს.

1777 : კირიტიმატი, ასევე წოდებული როგორც „შობის კუნძული“, აღმოაჩინა ჯეიმზ კუკმა.

1800 : ნაპოლეონ ბონაპარტზე მკვლელობის მცდელობა განხორციელდა უშედეგოდ.

1851 : აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა დაიწვა.

1865 : აშშ-ის სამოქალაქო ომის რამდენიმე კონფედერატმა ჯარისკაცმა კუ კლუქს კლანი ჩამოაყალიბა.

1906 : პირველი რადიო პროგრამა გადაიცა, რომელიც შედგებოდა პოემის ციტირების, ვიოლონოს სოლო შესრულებისა და სიტყვით გამოსვლისგან.

1924 : ალბანეთი რესპუბლიკა გახდა.

1941 : ჰონკონგი იაპონიის იმპერიის არმიას ჩაბარდა.

1946 : საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა შეიქმნა.

1951 : ლიბია იტალიისგან დამოუკიდებლობას აცხადებს. იდრის I ლიბიის მეფედ გამოცხადდა.

1954 : ლაოსი დამოუკიდებელი ხდება.

1974 : ციკლონი ტრეისი დარვინს დაესხა თავს, ავსტრალიაში.

2002 : ნიუ-დელის მეტრო გაიხსნა.

ამ დღეს დაბადებულნი

1166 : ჯონი — ინგლისის მეფე

1761 : ბარკლაი-დე-ტოლი, მიხეილ — რუსი გენერალ-ფელდმარშალი

1798 : მიცკევიჩი, ადამ — პოლონელი პოეტი.

1818 : ჯოული, ჯეიმზ პრესკოტ — ინგლისელი ფიზიკოსი

1822 : ერმიტი, შარლ — ფრანგი მათემატიკოსი

1845 : გიორგი I — საბერძნეთის მეფე

1867 : კანტარო სუზუკი — იაპონიის პრემიერ-მინისტრი

1868 : ლასკერი, ემანუელ - გერმანელი მათემატიკოსი და მოჭადრაკე, მსოფლიოს ჩემპიონი

1881 : ხიმენესი, ხუან რამონ — ესპანელი მწერალი

1887 : ლუი ჟუვე — ფრანგი რეჟისორი, მსახიობი

1905 : ჰიუზი, ჰოვარდ — ამერიკელი პროდიუსერი

1922 : გარდნერი, ავა — ამერიკელი მსახიობი

1943 : ჰალონენი, ტარია — ფინეთის პრეზიდენტი

1945 : კილმისტერი, ლემი — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ მოუტერჰედის ვოკალისტი (გ. 2015)

1957 : კარზაი, ჰამიდ — ავღანეთის პრეზიდენტი

1961 : ალიევი, ილჰამ — აზერბაიჯანის პრეზიდენტი

1971 : მარტინი, რიკი — პუერტო-რიკოელი მომღერალი

1991 : ლუის ტომლინსონი — ინგლისელი მომღერალი (One Direction)

ამ დღეს გარდაცვლილნი

820 : ლეო V — ბიზანტიის იმპერატორი

1524 : გამა, ვასკო და — პორტუგალერი მკვლევარი

1863 : თეკერეი, უილიამ — ინგლისელი მწერალი

1872 : რანკინი, უილიამ — ინგლისელი ფიზიკოსი

1925 : ბოლდუინი, ფრენკ სტივენ — კალკულატორის და არიფმომეტრის გამომგონებელი

1980 : დენიცი, კარლ — გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე

1982 : არაგონი, ლუი — ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე

1997 : მიფუნე ტოსირო — იაპონელი მსახიობი

1999 : ფიგუერედო, ჟუან ბატისტა დე ოლივეირა — ბრაზილიის პრეზიდენტი

2009 : რაფაელ კალდერა — ვენესუელის პრეზიდენტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ხსენება ყოველთა წმინდანთა - საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა

დანიელ მესვეტე

წმინდა მირაქსი

აკეფსი და აითალე

ლუკა ახალი მესვეტე

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის