USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
Тбилиси
24 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1723

24 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე–114 დღე (ნაკიან წლებში - 115–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 251 დღე.

 

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 1184 : ბერძნები შეაღწიეს ტროაში ტროას ცხენის გამოყენებით.
  • 1915 : „ახალგაზრდა თურქმა“ მმართველებმა, რომელთა შორის მთავარ როლს ასრულებდნენ ტალაატ ფაშა, ენვერ-ფაშა და ჯემალ-ფაშა, ბრძანეს შეეკრიბათ მთელი სომხური ინტელიგენცია სტამბოლში და გადაესახლათ. უმრავლესობა იმავე დღეს დახოცეს,
  • 1965 : აშშ-მ დაიწყო სამხედრო ინტერვენცია დომინიკელთა რესპუბლიკის მიმართ
  • 1968 : მავრიკი გახდა გაეროს წევრი
  • 1970 : გამბია გამოცხადდა რესპუბლიკად
  • 1996 : შეიქმნა ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
  • 2007 : მზის სისტემის გარეთ, სასწორის თანავარსკვლავედში აღმოჩენილ იქნა დედამიწის მსგავსი პლანეტა გლიზე 581c
  • 2015 :
    • ნეპალში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 6 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
    • სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ სომხების გენოციდის დროს დაღუპული ადამიანების კანონიზაცია მოახდინა.
  • 2022 : ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1856 : პეტენი, ანრი ფილიპ — ფრანგი სამხედრო მოღვაწე
  • 1866 : კალისტრატე — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • 1867 : ბალანჩივაძე, ვასილ — ქართველი მსახიობი.
  • 1876 : რედერი, ერიხ — გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
  • 1903 : ბელიაშვილი, აკაკი — ქართველი მწერალი
  • 1910 : ანანიაშვილი, გიორგი — ქართველი ენერგეტიკოსი
  • 1933 : ჭეიშვილი, რეზო — ქართველი მწერალი
  • 1942 : სტრეიზანდი, ბარბრა — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი
  • 1955 : თემურ ხუბულური — ქართველი ძიუდოისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1731 : დეფო, დანიელ — ინგლისელი მწერალი
  • 1931 : კლდიაშვილი, დავით — ქართველი პროზაიკოსი
  • 1966 : ჩიქოვანი, სიმონ — ქართველი პოეტი.
  • 1967 : კომაროვი, ვლადიმერ — რუსი კოსმონავტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ანტიპა პერღამელი
    • პროკლე და მარტინიანე
    • ღირსი ფარბეთა
    • ღირსი იოანე
  • მსოფლიო
    • ახალგაზრდობის სოლიდარობის საერთაშორისო დღე (1957)
    • ინგლისური ენის დღე (2010)
мир
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати