USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
23 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  497

23 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 54-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 311 დღე (ნაკიან წელში - 312).

დღის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1455 : გამოიცა გუტენბერგის ბიბლია — პირველი წიგნი დასავლეთში დაბეჭდილი მოძრავი ტიპოგრაფიით.
  • 1574 : მე-5 წმინდა ომი ჰუგენოტების წინააღმდეგ დაიწყო საფრანგეთში.
  • 1820 : არსებობა შეწყვიტა სამხრეთ ამერიკაში მდებარე სახელმწიფო თავისუფალ ხალხთა ლიგამ.
    • გაიხსნა კატოს ქუჩის შეთქმულება, რომლის წევრებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლორდი ლივერპულისა და მისი კაბინეტის წევრების მოკვლა ჰქონდათ განზრახული.
  • 1874 : ინგლისელმა მაიორმა უოლტერ უინფილდმა დააპატენტა თამაში რომელიც დღეს ჩოგბურთის სახელითაა ცნობილი.
  • 1893 : რუდოლფ დიზელმა პატენტი მიიღო დიზელის ძრავის გამოგონებაზე.
  • 1903 : კუბამ აშშ-ს გადასცა გუანტანამო განუსაზღვრელი ვადით.
  • 1917 : თებერვლის რევოლუცია: სანქტ-პეტერბურგში პირველი მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.
  • 1919 : ბენიტო მუსოლინიმ დააარსა იტალიის ფაშისტური პარტია.
  • 1944 : ოპერაცია ოსპი: საბჭოთა კავშირი იწყებს ჩეჩნებისა და ინგუშების იძულებით გადასახლებას ჩრდილოეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიაში.
  • 1947 : დაარსდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO).
  • 1987 : ზეახალი ვარსკვლავის SN 1987A აფეთქების დანახვა გახდა შესაძლებელი დედამიწიდან.
  • 2009 : ირაკლი ალასანია, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები აყალიბებენ პოლიტიკურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსთვის“.
  • 2019 : ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი მეორე ვადით აირჩიეს.
  • 2021 : დილით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები. დაკავებული იქნა ნიკა მელია

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1417 : პავლე II — რომის პაპი (1464– 1471)
  • 1685 : გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი — გრემანელ-ინგლისელი კომპოზიტორი
  • 1792 : ხოსე ხოაკინ დე ერერა — მექსიკელი პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1842 : ედუარდ ჰარტმანი — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი
  • 1866 : პლატონ როჟდესტვენსკი (ეგზარქოსი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.
  • 1873 : დიმიტრი არაყიშვილი — ქართველი კომპოზიტორი
  • 1874 : კონსტანტინ პიატსი — ესტონეთის პირველი პრეზიდენტი.
  • 1875 : ედგარ რაის ბეროუზი — ამერიკელი მწერალი.
  • 1879 : კაზიმირ მალევიჩი — რუსი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე
  • 1883 : კარლ იასპერსი — გერმანელ-შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი.
  • 1889 : ვიქტორ ფლემინგი — ამერიკელი კინორეჟისორი
  • 1895 : ვლადიმერ ერქომაიშვილი — ქართველი მომღერალი
  • 1897 : შალვა გედევანიშვილი — ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი
  • 1910 : გიორგი ძოწენიძე — ქართველი გეოლოგი
  • 1916 : დავით ჯაბიძე — საბჭოთა კავშირის გმირი.
  • 1920 : ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო — რუსი ისტორიკოსი და მწერალი.
  • 1921 : სერგი ოგანოვი — საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1921 : დავით ჩხიკვიშვილი — ქართველი ისტორიკოსი.
  • 1928 : ბუდაგ ბუდაგოვი — აზერბაიჯანელი გეოგრაფი.
  • 1929  : ალექსი II — მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი (1990–2008)
  • 1929 : იან ეინასტო — ესტონელი ასტროფიზიკოსი
  • 1935 : როსტომ აბაშიძე — ქართველი სპორტსმენი
  • 1940 : პიტერ ფონდა — ამერიკელი მსახიობი.
  • 1942 : დიონკუნდა ტრაორე — მალის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1944 : ჯონი ვინტერი — ამერიკელი მუსიკოსი
  • 1944 : ბერნარდ კორნუელი — ინგლისელი მწერალი
  • 1944 : ოლეგ იანკოვსკი — რუსი მსახიობი
  • 1952 : მარშალ ჰერსკოვიცი — ამერიკელი სცენარისტი
  • 1954 : ვიქტორ იუშჩენკო — უკრაინის პრეზიდენტი (2005–2010)
  • 1956 : ჯუდით ბატლერი — ამერიკელი ფილოსოფოსი
  • 1960 : ნარუჰიტო — იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს უფროსი ვაჟი
  • 1964 : გიგი წერეთელი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1965 : კრისტინ დეივისი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1971 : როდი სკოტი — ბრიტანელი ფოტოჟურნალისტი
  • 1983 : ემილი ბლანტი — ინგლისელი მსახიობი
  • 1986 : ულა სვენსონი — შვედი პოპ-მომღერალი და სიმღერების ავტორი.
  • 1986 : სკაილარ გრეი — ამერიკელი მულტი-ინსტრუმენტალისტი
  • 1987 : უჩა ლობჟანიძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1992 : ნიკოლოზ ბასილაშვილი — ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი
  • 1994 : დაკოტა ფენინგი — ამერიკელი მსახიობი
  • 1999 : გიორგი ცხოვრებაძე — ქართველი გამომგონებელი და მეწარმე.

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1821 : ჯონ კიტსი — ინგლისელი პოეტი
  • 1848 : ადამსი, ჯონ კუინსი — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1855 : გაუსი, კარლ ფრიდრიხ —გერმანელი მათემატიკოსი
  • 1934 : ელგარი, ედუარდ უილიამ — ინგლისელი კომპოზიტორი და დირიჟორი
  • 1945 : ტოლსტოი, ნიკოლაი — რუსი მწერალი
  • 2000 : ჰაზა, ოფრა — ისრაელელი მომღერალი

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე ჭიმჭიმელი
    • წმინდა ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი
    • ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა
    • წმინდა კარპოსი
  • აგრეთვე:
    • ბრუნეი : დამოუკიდებლობის დღე (1984)
    • გაიანა : რესპუბლიკის დღე (1970)
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way