USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
23 სექტემბერის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
Date:  1691

ვერძი

ზოგადი მოლოდინე: დღეს ენერგია გაქვს, მაგრამ იმპულსურ ნაბიჯებს თავი დაანებე — დაგეგმილი შეტევა უფრო ეფექტურია.
ჯანმრთელობა: მოკლე დასვენებები და ჰაერზე გასეირნება დაგჭირდებათ; გადატვირთვა უმცირესად გაგიმწვავებს ძვალ-სახსრებზე ტკივილს.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა პატარა განხეთქილება გაჩნდეს; მოისმინე და რაც შეიძლება ნაკლები იგნორირება იჩინო.
ბიზნესი: ახალი შეთავაზება მოისმინე, მაგრამ კონტრაქტის დეტალებს არ ჩაახუტო ემოციით — იკითხე ციფრები.
სიყვარული: პირდაპირი, მოკლე საუბარი დღეს შედეგს მოგიტანს; ფლირტზე დაგვიანება არ ღირს.
კარიერა: ორი პრიორიტეტული ამოცანის დასრულება შენს პროგრესს აშკარად გამოაჩენს.


კურო

ზოგადი მოლოდინე: სტაბილურობა შენს მხარესაა; იყავი გამჭვირვალე გადაწყვეტილებებში და არ გადააჯდო სხვისი დაპირებები.
ჯანმრთელობა: საკვები და ძილი ყურადღების ცენტრშია — მძიმე საუზმე დღის მეტს არ მოგიტანთ.
ოჯახი: მცირე პრაქტიკული დახმარება ახლობლებთან მეტი შედეგს მოგცემს, ვიდრე დრამატული გამხნევება.
ბიზნესი: ფინანსურ თემებში ზომიერება შენ გეხმარება — დღეს არ დადე ყველა კვერცხი ერთ კალათაში.
სიყვარული: ნელი, ყურადღევანი მიდგომა ურთიერთობას განმტკიცებს; დიდ სიტყვებს არა, მოქმედებას უპირატესობა მიეცი.
კარიერა: შრომისმოყვარეობა და სიზუსტე უფროსების თვალში შენს რეპუტაციას გაძლიერდება.


ტყუპი

ზოგადი მოლოდინე: ინფორმაციაზე მეტ სარგებელს მიიღებ, თუ ფოკუსს არ დავიწყებ მრავალ სფეროზე ერთდროულად.
ჯანმრთელობა: თვალებისა და ნერვების დაცვა აუცილებელია — ეკრანული მონატრებებით თავს არ გადაიღლებ.
ოჯახი: ოჯახში მოსმენა დღეს საუკეთესო სტრატეგიად მოგევლინება.
ბიზნესი: კომუნიკაცია ძლიერი იარაღია — წერილობითი დასტური და მკაფიო პირობები არ დაივიწყო.
სიყვარული: ხუმრობა კარგია, მაგრამ გულწრფელობა უფრო სწრაფად ააჩქარებს ნდობას.
კარიერა: პრეზენტაციები მოკლედ და მომხიბვლელად დაპროექტე — ნაკლები სიტყვა, მეტი შინაარსი.


კირჩხიბი

ზოგადი მოლოდინე: ინტუიცია დღეს კარგად მუშაობს; მისი ხმას დააბალანსე ფაქტებით.
ჯანმრთელობა: წყლის პროცედურები და რეგულარული ძილი დაგეხმარება ემოციური ბალანსის შენარჩუნებაში.
ოჯახი: ოჯახური თემები შენგან თანაგრძნობასა და პრაქტიკულ ჩარევას საჭიროებს.
ბიზნესი: ფინანსური გადაწყვეტილებები მოიძიე კონსერვატიულად — ღიადა ხელშეკრულებები გამოაცდა.
სიყვარული: თბილი ჟესტები და ჩაფიქრებული ყურადღება უკეთ მოქმედებს, ვიდრე მელოდრამა.
კარიერა: დეტალებზე შენი დაკვირვება პროფესიულად აფასებენ — გამოიყენე ეს უპირატესობა.


ლომი

ზოგადი მოლოდინე: ლიდერის პოზიცია გინდა — დაიკავე, მაგრამ არ დატოვო გუნდი უკან.
ჯანმრთელობა: ენერგია მაღალი გაქვს; ზომიერება და რეგულარული სისუფთავე დაგიცავს გადაღლას.
ოჯახი: ოჯახში შეგიძლია ინიციატივა მიიღო, უბრალოდ არ გადააქციო ეს მოთხოვნად.
ბიზნესი: იდეების პრეზენტაცია საყურადღებო იქნება — რაოდენობა ნაკლები, ხარისხი მეტი.
სიყვარული: რომანტიკული მოქმედება პირდაპირ პასუხს გამოგიტანს — არ მოითხოვო დროც.
კარიერა: ლიდერობა გამოგადგება, თუ რეალური შედეგით დაამტკიცებ თავს.


ქალწული

ზოგადი მოლოდინე: დეტალებისა და ორგანიზაციის დღეა — შენი მეთოდიკა სასარგებლო იქნება.
ჯანმრთელობა: რეგულარული კვება და შესვენებები კონცენტრაციას შენარჩუნებს.
ოჯახი: პრაქტიკული დახმარება სახლში მოიტანს სიმშვიდეს; აუხსენი, არ ჩაგელაპარაკო.
ბიზნესი: დოკუმენტაცია ორჯერ გადაამოწმე — წინდახედულობა დღეს სარგებელს მოგიტანს.
სიყვარული: ნაკლები ანალიზი, მეტი სითბო — მარტივი ჟესტი ბევრს ნიშნავს.
კარიერა: თქვენი პუნქტუალობა და სიზუსტე საშუალო ვოკალიზაციას აღრმავებს.


სასწორი

ზოგადი მოლოდინე: ბალანსის შენარჩუნება შენზეა — იყავი შუამავალი, როცა საჭიროა.
ჯანმრთელობა: მსუბუქი ვარჯიში და სუფთა ჰაერი კონცენტრაციას აამაღლებს.
ოჯახი: შენი დიპლომატია ოჯახში პრობლემებს გააქარწყლებს; გამოიყენე ეს უნარი.
ბიზნესი: პარტნიორობას მოყვა პრაქტიკული გარანტიები; წერილობითი შეთანხმება დაგიცავს.
სიყვარული: კომპრომისი არ არის მარცხი — სიმშვიდე და სიფრთხილე ურთიერთობას განამტკიცებს.
კარიერა: გუნდის მხარდაჭერით დღეს უფრო შორს წავალთ, ვიდრე მარტო მუშაობით.


მორიელი

ზოგადი მოლოდინე: ინტენსიურობა შენი უპირატესობაა, მაგრამ ემოციები ნანადირია — მართე ისინი.
ჯანმრთელობა: ჰიდრატაცია და დასვენება აუცილებელია; დაძაბულობა ფიზიკურადაც ვლინდება.
ოჯახი: სახლში გახსნილი საუბარი შედეგს მოგცემს; არც ინტერიგები, არც დუმილი.
ბიზნესი: საიდუმლოების ნაწილობრივი შეკავება შესაძლოა სტრატეგიულად გამოგადგეს, მაგრამ ანალიზი საჭიროა.
სიყვარული: ღრმა საუბრები დღეს ურთიერთობას გააძლიერებს; ეჭვი არ დაუშვა.
კარიერა: სტრატეგიული ხედვა და მშვიდი მოქმედება კარიერულ წინსვლას განაპირობებს.


მშვილდოსანი

ზოგადი მოლოდინე: ოპტიმიზმი მოგეცემა, მაგრამ გეგმას მიეცი ფორმა და არ იფრინო ახლამ.
ჯანმრთელობა: მოძრაობა და ვარჯიში შენს ენერგიას სწორად მიმართავს.
ოჯახი: ოჯახური დრო და მცირე გასვლები განწყობას გაგიუმჯობესებს.
ბიზნესი: უცხო კავშირი ან ახალი სწავლა შესაძლოა მალე მოგიტანოს სარგებელი — გადამოწმება აუცილებელია.
სიყვარული: გულწრფელობა და სიცხადე ურთიერთობასს ჩაუყრის საფუძველს; სპონტანურობა სასიამოვნოა, მაგრამ საზღვრები საჭირო.
კარიერა: იდეები თუ დასაბუთდება, კარიერული განვითარება მოგივა — მოამზადო პრეზენტაცია.


თხის რქა

ზოგადი მოლოდინე: მდგრადი, ნელი პროგრესი დღეს შენი სტაბილურობის ნიშნია.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციე სახსრებსა და კუნთებს; მძიმე ფიზიკური დატვირთვა შეამცირე.
ოჯახი: პასუხისმგებლობის გადანაწილება სიმშვიდეს დაასვენებს სახსრებს.
ბიზნესი: გრძელვადიანი გეგმები დღეს ახლოსაა შედეგთან; არ ჩქარობდე ინვესტიციებს.
სიყვარული: ერთგულება და ყოველდღიური სიმპათიები ურთიერთობას ამყარებს.
კარიერა: თანმიმდევრული მუშაობა და მოთმინება გქონდებათ კარიერული ასვლის წინაპირობა.


მერწყული

ზოგადი მოლოდინე: ინოვაციები და იდეები ტრიალებს — ახლა მათი რეალიზაციაა საჭირო.
ჯანმრთელობა: მენტალური პაუზები და თვალების ვარჯიში სასარგებლო იქნება.
ოჯახი: ოჯახში შენი იდეების გაზიარება შედეგს მოიტანს, თუ პრაქტიკულად დააყენებ.
ბიზნესი: ტექნოლოგიური წინადადებები და ბიუჯეტის დასაბუთება აუცილებელია; მოამზადე ციფრები.
სიყვარული: დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მცირე შეთანხმებებიცაა საჭირო.
კარიერა: იდეების პრაქტიკულად გადაქცევა დღეს საუკეთესო გზაა წარმატებისკენ.


თევზები

ზოგადი მოლოდინე: ინტუიცია ძლიერი გაქვს; გამოიყენე იგი, მაგრამ ფაქტებს საზღვრად უდე.
ჯანმრთელობა: ჰაერზე გასეირნება და წყლის პროცედურები დაგიმშვიდებს ემოციურობას.
ოჯახი: გულწრფელი საუბრები ოჯახში შერბილებას და ახლართობას იწვევს.
ბიზნესი: შემოქმედებითი პროექტები ნელ-ნელა იწევს წინ; ნუ მოინდომებ ყველაფერს ერთ დღეში.
სიყვარული: უბრალო, კეთილი ჟესტი დღეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე სიტყვიერი შედარება.
კარიერა: კოლეგებთან შეთანხმებით შენი იდეების განხორციელება უფრო ეფექტური იქნება.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way