USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
23 მაისი - საომარი ვითარების შეჯამება უკრაინაში
Date:  714
- დონეცკის რაიონში იზიუმიდან სლავიანსკისაკენ რუსების გაჭრის მცდელობა მოგერიებულია. რუსებმა დიდი დანაკარგებით დაიხიეს საწყის პოზიციებზე. მათ კვლავ არტილერიას მიმართეს უკრაინელთა წინააღმდეგ, თუმცა უკრაინელებს იზიუმის დაჯგუფების შესაჩერებლად ტყიანი მასივიც უწყობს ხელს.
- დღეის მდგომარეობით ყველაზე მძიმე ვითარება ქალაქ ლიმანთანთანაა, რომელშიც ომამდე 20 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა. ლიმანი ინტენსიურად იბომბება. სამხრეთიდან რუსებმა ქალაქის გარეუბანში ჯერ კიდევ მაისის პირველ რიცხვებში შეაღწიეს, თუმცა მას შემდეგ წინ წაწევა ვეღარ შეძლეს და საარტილერიო და საავიაციო იერიშებს მიმართეს. ქალაქის საცხოვრებელი კორპუსები სამიზნე ობიექტებადაა გადაქცეული. უკრაინელები აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას უკვე მესამე კვირაა და ქალაქის დაცვას ახერხებენ. რამდენიმე რუსული მცირე დანაყოფი, რომელიც ქალაქის შედარებით სიღრმეში ცდილობდა შესვლას უკრაინელებმა გაანადგურეს.
ლიმანის დასავლეთის სლავიანსკია. მანამდე მდინარეზე წინააღმდეგობის ზღუდეებია აგებული. ამასთან რუსები ქალაქის მომარაგებას ბომბავენ, რითაც აფერხებენ უკრაინელ მცველთა შევსებას. ამ ეტაპზე უკრაინელებმა რუსების მნიშვნელოვანი ნაწილების დაკავება შეძლეს ქალაქის შესასვლელში, მაგრამ თუკი სიტუაცია გამოუსწორებლად კრიტიკული გახდა მდინარის დასავლეთ სანაპიროზე უკან დახევა შესაძლებელი იქნება. ის ფაქტი, რომ რუსული შემტევი ცენტრალური ჯგუფი ქალაქში შესვლას სამი კვირაა ვერ ახერხებს და ყოველდღიურად იღებს დანაკარგს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსების შემტევ ნაწილებს არც გამოცდილება და არ საკმარისი რესურსი არ აქვთ და ყოველ მომდევნო სამიზნესთან მიახლოებისას მეტი ძალების დახარჯვა სჭირდებათ, რისი საშუალებაც მალე უბრალოდ აღარ იარსებებს.
- მას შემდეგ რაც ბოლო ათი დღის განმავლობაში რუსების სამმა დაჯგუფებამ სცადა მდინარე სივერსკი დონეცზე უშედეგო გადასვლა, რუსების გადარჩენილი ნაწილები შევსების გარეშე გადაისროლეს ლიმანისა და რუბეჟნოესაკენ. საინტერესო ტენდენციაა - რუსები ვეღარ ავსებენ იმ ბატალიონებს, რომელთაც დიდი რაოდენობით დანაკარგი მიღეს და უცვლელი მდგომარეობით უშვებენ საბრძოლო მოქმედებების სხვა არეალისაკენ. ცოცხალი ძალის პრობლემა გაჩნდა რუსულ არმიაში.
- მძიმე ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკისათვის. თუმცა დღეს სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. რუსებმა წინსვლა ვეღარ შეძლეს. ისინი კვლავ ძალიან დიდი ძალებით უტევენ სევეროდონეცს, თუმცა მასში შეღწევას ვერ ახერხებენ. უკრაინელებისათვის ეს ქალაქი დიდი ციხესიმაგრეა, რომელიც აუცილებლად გამოფიტავს რუსულ შეტევით პოტენციალს.
- პოპასნაიას სამხრეთით, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების საზღვართან პატარა ქალაქი მირონოვსკიდან უკრაინელებმა თავიანთი სამხედროების ევაკუაცია განახორციელეს რის შემდეგაც მდინარე ლუგანზე ყველა ხიდი ააფეთქეს. ამით ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე აიცილეს თავიდან. სავარაუდოა, რომ ისინი მდინარის მეორე ნაპირზე გამაგრდებიან და თავდაცვის ახალ ზღუდეს შექმნიან. ცნობილია, რომ ამ მიმართულებით - მარონოვკისაკენ - რუსები და სეპარატისტები სამი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ გაჭრას. ანუ სამთვიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინელებმა მხოლოდ 5 კილომეტრით დაიხიეს უკან.
- რუსებმა შემტევი ნაწილების თავმოყრა დაიწყეს ზაპორიჟიას რაიონსა და ხერსონში. რუსეთის სამხრეთის დაჯგუფება ალბათ დააპირებს ზაპორიჟიასა და მიკოლაივის რაიონში ახალ მცირე ან საშუალო მასშტაბის შეტევების წარმოებას რათა უკრაინული ძალები თავდაცვაში დატოვონ, მაგრამ საკმაოდ რთულად წარმოსადგენია სამთვიანი ბრძოლისა და გამაგრების შემდეგ მიკოლაივისაკენ ან ზაპორიჟიაში რუსებმა რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა მოახერხონ. თუმცა არც ისაა გამორიცხული უკრაინელების კონტრშეტევის შიშით მართლაც სცადონ ფართომასშტაბიანი შეტევა რეგიონული ცენტრებისაკენ, რაც სუიციდურ მისიას უფრო დაემსგავსება.
- ხარკივის შემოგარენში, რუსეთის საზღვართან უკრაინული დანაყოფები რუსულ დარჩენილ ნაწილებს ეტაპობრივად ანადგურებენ. თუმცა რუსები რუსეთის ტერიტორიიდან არტილერიას იყენებენ უკრაინელთა წინსვლის შესაჩერებლად. რეალურად კი უშედეგოდ.
გიორგი კობერიძე
 
economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way