USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
23 მაისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  1224

23 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 143-ე დღე (ნაკიან წლებში - 144-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 222 დღე.

დღის მოვლენები

1430 : კამპიენისკენ გასანთავისუფლებლად ჯარის წინამძღოლი ჟანა დ'არკი ტყვედ აიყვანეს ბურგუნდიელებმა.

1533 : მეფე ჰენრი VIII და ეკატერინე არაგონელის ქორწინება გაუქმებულად გამოცხადდა.

1568 : ნიდერლანდები ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.

1592 :ინკვიზიციამ ვენეციაში დააპატიმრა ჯორდანო ბრუნო.

1788 : სამხრეთი კაროლინა გახდა აშშ-ს მე-8 შტატი.

1805 : ნაპოლეონ ბონაპარტი იტალიის მეფედ აკურთხეს მილანის საკათედრო ტაძარში.

1846 : მექსიკამ ამერიკას ომი გამოუცხადა.

1877 : რუმინეთის სამთავრომ თურქეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1904 : ვენაში დაიწყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ (კლასიკურ) ჭიდაობაში.

1911 : ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1915 : პირველი მსოფლიო ომი - იტალია მოკავშირეებს უერთდება, მას შემდეგ რაც მათ ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადეს.

1925 : მაუწყებლობა დაიწყო საქართველოს რადიომ.

1928 : ჩრდილოეთ პოლუსისკენ, დირიჟაბლით „იტალია“, გაემგზავრა ექსპედიცია, უმბერტო ნობილეს ხელმძღვანელობით.

1929 : მიკი მაუსის პირველი ხმოვანი მულტფილმი - Karnival Kid - გამოვიდა.

1945 : მეორე მსოფლიო ომი, სს-ის მეთაურმა ჰაინრიხ ჰიმლერმა მოკავშირეების ტყვეობაში თავი მოიკლა.

1949 : გერმანიამ მიიღო კონსტიტუცია.

1987 : საბჭოთა კავშირში შეწყვიტეს რადიო „ამერიკის ხმის“  სიგნალის ჩახშობა

1988 : მიშელ პლატინიმ დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

1992 : რუსეთმა, უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ლისაბონის ოქმს, რომელიც შეეხება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვას.

1997 : მოჰამედ ხათამი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.

2004 : ცხინვალში ჩატარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები.

2007 ათენში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანმა ანგარიშით 2-1 ლივერპული დაამარცხა.

2008 : ქალაქ ბრაზილიაში სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი დაფუძნდა.

2009 : სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტმა რო მუ ჰიანმა თავი მოიკლა.

2011: კვიპროსის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიულმა გაერთიანებამ, ნიკოს ანასტასიადისის მეთაურობით, უმრავლესობა მოიპოვა.

ისლანდიაში ვულკანი გრიმსვეტნი ამოიფრქვა, რამაც ჩრდილოეთ ევროპაში ფრენების გაუქმება გამოიწვია.

2015 : შვედმა მომღერალმა მონს სელმერლევმა სიმღერით „Heroes“ ევროვიზია-2015-ზე გაიმარჯვა.

2017 : ბრიტანელი მსახიობი სერ როჯერ მური, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ჯეიმზ ბონდის როლით, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2021 : იტალიური როკ-ბენდი Måneskin სიმღერით „Zitti e buoni“ ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1707 : ლინე, კარლ — შვედი ბუნებისმეტყველი.

1891 : ლაგერკვისტი, პერ — შვედი მწერალი და დრამატურგი.

1900 : ფრანკი, ჰანს — გერმანელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე

1928 : გიორგი გიგაური — ქართველი პოეტი

1951 : კარპოვი, ანატოლი — მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი ჭადრაკში.

1951 : შალიკაშვილი, ვალერიან — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1125 : ჰაინრიხ V — გერმანიის მეფე (დ. 1081)

1524 : ისმაილ I — სპარსეთის შაჰი (დ. 1487)

1857 : კოში, ოგიუსტენ ლუი — ფრანგი მათემატიკოსი (დ. 1789)

1906 : იბსენი, ჰენრიკ — ნორვეგიელი მწერალი (დ. 1828)

1945 : ჰიმლერი, ჰაინრიხ — გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (დ. 1900)

2013 : დომუხოვსკი, ვიქტორ — ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (დ. 1948).

2017 : მური, როჯერ — ბრიტანელი მსახიობი, ყველაზე მეტად ცნობილი ჯეიმზ ბონდის როლით (დ. 1927).

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

სვიმონ კანანელი

წმინდა მოწამენი: ალფიოს, ფილადელფოს, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და მათი 14 თანამოღვაწე

ივსიხი ანტიოქიელი

ისიდორა სალოსი

ნეტარი ტაისია

აგრეთვე:

იამაიკა — შრომის დღე.

კუს მსოფლიო დღე

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის