USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
23 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  889

23 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 357-ე დღე (ნაკიან წლებში – 358-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 8 დღე.

დღის მოვლენები

  • 619 : ბონიფაციუს V რომის პაპი გახდა.
  • 1493 : ნიურმბერგის ქრონიკების გეორგ ალტის გერმანული თარგმანი გამოიცა.
  • 1514 : დაარსდა კუბის ქალაქი ტრინიდადი
  • 1888 : ვინსენტ ვან გოგმა მარცხენა ყურის ქვემო ნაწილი მოიჭრა, საროსკიპოში წაიღო და მეძავ ქალ რახელს მისცა.
  • 1913 : აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი შეიქმნა.
  • 1916 : პირველი მსოფლიო ომი - მაგდაბას ბრძოლა - მოკავშირეები თურქეთის ძალებს ამარცხებენ ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე.
  • 1947 : პირველი ტრანზისტორის დემონსტრაცია განხორციელდა ბელ-ლაბში.
  • 1953 : დახვრიტეს ლავრენტი ბერია, სსრკ-ის სახ. უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი.
  • 1954 : პირველად ადამიანის თირკმელის ტრანსპლანტაცია განხორციელდა ექიმ ჯოზეფ მიურეის მიერ პიტერ ბენტ პრაიემ ჰოსპიტალში, ბოსტონი, მასაჩუსეტსი.
  • 1958 : მსოფლიოს უმაღლესი თავისუფლად მდგომი ლითონის კოშკი - ტოკიოს ტელეანძა გაიხსნა.
  • 1970 : მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ტაუერი დასრულდა 1368 ფუტის ნიშნულზე, რითაც იგი მსოფლიოს უმაღლესი შენობა გახდა.
  • 1972 : ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუას 6.5 ბალის მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელმაც 10.000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1977 : ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
  • 1979 : საბჭოთა ჯარები იპყრობენ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს.
  • 1990 :სლოვენიის მოსახლეობის 88% რეფერენდუმში იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.
  • 2004 : მაკერის კუნძულზე სამხრეთ ოკეანეში 8.1 ბალის მიწისძვრა დაფიქსირდა.
  • 2008 : გვინეის პრეზიდენტის ლანსანა კონტეს გარდაცვალებიდან მცირე ხანში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოცხადდა.
  • 2009 : პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ჰიჯრა ცალკე სქესად აღიარეს.
  • 2015 : საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 245 : ზენობია — პალმირის დედოფალი
  • 1537 : იოანე III — შვედეთის მეფე
  • 1750 : ფრიდრიხ ავგუსტ I — საქსონიის მეფე
  • 1777 : ალექსანდრე I — რუსეთის მეფე
  • 1790 : ჟან-ფრანსუა შამპოლიონი — ფრანგი ეგვიპტოლოგი
  • 1878 : წერეთელი, მიხეილ — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
  • 1910 : მარუაშვილი, გიორგი — ქართველი პარაზიტოლოგი
  • 1918 : ჰელმუტ შმიდტი — გერმანიის კანცლერი
  • 1933 : აკიჰიტო — იაპონიის მმართველი იმპერატორი
  • 1968 : სანდრა რულოვსი — საქართველოს მე–3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე
  • 1994 : ბერა ივანიშვილი — ქართველი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 679 : დაგობერტ II — ფრანკების მეფე
  • 910 : ნაუმ ოჰრიდელი — ბულგარელი წმინდანი.
  • 1907 : ჟანსენი, პიერ ჟიულ სეზარ — ფრანგი ასტრონომი
  • 1908 : ბენაშვილი, ანდრია — ქართველი პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე
  • 1948 : ტოძიო ჰიდეკი — იაპონელი გენერალი.
  • 1953 : ბერია, ლავრენტი — სსრკ-ს პოლიტიკური მოღვაწე
  • 1959 : ჰალიფაქსი, ედუარდ — ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე.
  • 2004 : ნარასიმჰა რაო — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ვახტანგ III
    • მინა, ერმოგენი და ევგრაფი
    • ჰემელი პაფლაგონელი
    • ღირსი თომა
    • ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი:ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა - სერბეთის მთავარნი

 

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати